15:52 | 11 თებერვალი, 2018
მოზარდების ინერტულობა - თავსატეხი მწვრთნელებისათვისხშირად, როგორც სპორტის პედაგოგებისთვის, ასევე მშობლებისთვის დიდი და რთული გამოწვევაა, როდესაც მოსწავლეს სპორტის სწავლებისადმი ინტერესი საერთოდ არ გააჩნია და ბავშვი ფიზიკური აქტივობის დროს ვერ კონცენტრირდება. ეს პირველყოვლისა მოზარდის ხასიათისა და ბუნების ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ რაკი სპორტი ჩვეულებრივი სასწავლო დისციპლინაა და იგი (გამონაკლისების გარდა) ძირითადად ფიზიკურ აქტივობებს გულისხმობს, მოსწავლისათვის სპორტით დაინტერესება მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეა.
12:45 | 04 თებერვალი, 2018
დიდი კაცი ძეგვიდანთემურ ლენგის მორიგი შემოსევა. დიდი უბედურებაა ქართლის თავზე. გადაბუგული სოფლები და სახლები, გავერანებული ბაღები და ვენახები, ჩამკვდარი სიცოცხლე და სრული უიმედობა. მტერს გარიდებული საქართველოს მეფე ტყე-ტყე დადის და ნასოფლარების ხილვა მასა და მის მცირერიცხოვან ამალას ყველა მბჟუტავ იმედს უკლავს და უქარწყლებს. აი ერთ-ერთი სოფელი გამოჩნდა. იქაც იგივე სურათია. თათარ-მონღოლების მიერ დახოცილი ხალხი, მბოლავი სახლები, გავერანებული მიდამო და არც ერთი სულიერი თვალსაწიერში. მაგრამ აი ერთი სახლის წინ, 10-11 წლის ბიჭუნა ცოცხით ხელში დამდგარა და ეზის გვის. მეფეს სიხარულით თვალები უბრწყინდება, ცხენს აჩერებს და ხმამაღლა გახარებული ყვირის: “ნახეთ - ძე გვის! ძე გვის!“. - ესაა ძველი ლეგენდა, სოფელ ძეგვის სახელწოდებასთან დაკავშირებით რომელიც ქართლში დღესაც იციან და ალბათ დადგება დრო, როდესაც ამ სოფლის შესასვლელში ეზოს დაგვით გართული ბიჭუნას ძეგლი დაიდგმება.
20:20 | 28 იანვარი, 2018
გიორგი ჯიქიას ტრაგედია ქართული შტრიხებითრუსეთის ნაკრების სასარგებლოდ, საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშის უარმყოფელი, მოსკოვის “სპარტაკის“ მცველი გიორგი ჯიქია, გასულ კვირას ჩინურ “შანხაისთან“ ამხანაგურ“ მატჩში მძიმედ დაშავდა, მყესები გაიწყვიტა და იტალიელი ექიმების დასკვნით, მინიმუმ 5-6 თვეს მწვანე მინდორზე ვერ გამოვა. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჯიქია რუსეთში გასამართ საფეხბურთო მუნდიალში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც დამეთანხმებით ყველა ფეხბურთელისათვის დიდი ტრაგედია და უბედურებაა.
20:00 | 21 იანვარი, 2018
უკვე მეორე “ზამთრის თასი“ არველაძეების, ქეცბაიას და ცხადაძის გარეშე...ბოლო ორი წელია, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შესანიშნავი ტურნირი - “ზამთრის თასი“ იმართება, სადაც ვეტერანი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული 6 ნაკრები ხვდება ერთმანეთს და გამორჩეულად სასიხარულოა, რომ ეს ორივე გათამაშება საქართველოს ვეტერანთა ნაკრების ღირსეული და ეჭვმიუტანელი გამარჯვებით დასრულდა.
17:53 | 11 იანვარი, 2018
ბერლინის “დინამო“ - უცნაური, ჯიუტი, კომუნისტური...თუკი ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში სიმონ ბოლივარშტრასედან კონრად-ვაისშტრასეს დაადგებით, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში მოძველებული რუხი შენობა, რომელსაც აბრაზე წითლად “ბერლინერ დინამო“ აწერია და რომლის წინაც დღენიადაგ ჭრიალებს საღებავამძვრალი ჭიშკარი
13:02 | 30 დეკემბერი, 2017
საახალწლო სურვილები ჩვენს ერთგულ მკითხველებსკიდევ ერთხელ გადმოკვეთს ახალი წელი ჩვენი კარის ზღურბლს და კიდევ ერთხელ აღვივსებით მომავლის რწმენითა და იმედებით. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ მეტად ცვალებადი 2017 წელი თავისი სიხარულითა და დარდებით, პრობლემებითა და ასეთუისე კარგად წასული საქმეებით, დიდი გამარჯვებებითა და სამწუხარო მარცხებით. მაგრამ მომავალს ცხადია მაინც ოპტიმისტურად ვუყურებთ.
16:30 | 24 დეკემბერი, 2017
ძმების სინდრომიფეხბურთში ძმების თემა ამოუწურავია და მარადიული. დედმამიშვილებს ერთად ბურთი უგორავებიათ საქართველოშიც და იტალიაშიც, დანიაშიც და რუსეთშიც, ჰოლანდიაშიც და არგენტინაშიც. ეს ფესვგაუხმობი, დიდი ტრადიციაა, რომელიც მუდამ იარსებებს, სანამ უფროსი ძმის, ანდა ტყუპისცალის მიბაძვით მეორე ძმაც მოინდომებს ფეხბურთის თამაშს და შემდეგ უკვე ყველაფერი მუხლმაგრობისა და ილაჯის საქმეა.
12:46 | 18 დეკემბერი, 2017
მანჩესტერული დერბის გამოძახილიგასულ კვირას “ოლდ ტრაფორდზე“ გამართული მანჩესტერული დერბის შემდეგ, კიდევ ორი ტური ჩატარდა და უკვე ბევრმა მიიჩნია, რომ პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა და პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი “სიტის“ დამწევი მიმდინარე სეზონში აღარავინ იქნება.
22:20 | 09 დეკემბერი, 2017
რუსული დარდი, ქართულად ნათქვამიმოძმენო ჩვენნო, გულგონთხართა? ეს რა უცაბედად ჩამოჰკრა უბედურების ჟამმა ურუსთა ქვეყნის თავზედ! ეს რა ფინთი დილა გაუთენდათ და რაოდენი სახსარი და ხელის ჭუჭყი დაიკარგა უქმად, გაზ-მაზუთისგან მოძღვნილი!
11:50 | 04 დეკემბერი, 2017
თემურ ქეცბაია - შეუდრეკელი წინამძღოლიროდესაც ახალგაზრდებისათვის მისაბაძ და სანიმუშო სპორტსმენზე საუბრობენ, მე ყოველთვის თემურ ქეცბაია მახსენდება. ცხადია აქ არ ვგულისხმობ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობისდროინდელ, მუდამ გაბრაზებულ, გაწამებულ და ბრაზიან ქეცბაიას. მე ფეხბურთელ თემურ ქეცბაიაზე ვსაუბრობ, რომელმაც შეიძლება ვერ ითამაშა ისეთი დიდი და მრავლისმომცველი ფეხბურთი როგორიც მაგალითად კახი კალაძემ ან გიორგი ქინქლაძემ, მაგრამ ახალგაზრდებისათვის მისაბაძი სწორედ ის ფეხბურთი, მებრძოლი სული, შეუდრეკლობა და წინამძღოლის ბუნება უნდა იყოს, რაც თემურს არასოდეს აკლდა.
15:15 | 26 ნოემბერი, 2017
წერილი გარდაცვლილ მეგობარსროგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ეს წერილი მეც ბოდიშით უნდა დავიწყო. ბოდიში პირველ რიგში იმის გამო, რომ ვერასოდეს წამოვიდგენდი დაწერა მაინცდამაინც ფეხბურთზე თუ მომიწევდა და ბოდიშს იმაზეც ვიხდი, ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვითრევდი ფეხს და მუდამ სახვალიოდ ვდებდი ამ წერილის დაწერას. მიზეზი სიზარმაცეზე მეტად, პათეტიკურობის სიძულვილია, მაგრამ ახლა ამის ახსნას აბა რაღა აზრი აქვს? ისე კი ვაღიარებ, - ძალიან რთული და უსიამოვნო რამ ყოფილა გარდაცვილი მეგობრისათვის წერილის მიწერა.