10:23 | 29 თებერვალი, 2016
ზიდანი “წყალქვეშა ნავის” კაპიტნადზინედინ ზიდანის გადაწყვეტილება, რომ მადრიდის “რეალს” ჩასდგომოდა სათავეში, თავიდანვე უცნაური და ერთგვარად პროვოკაციული იყო.
17:50 | 14 თებერვალი, 2016
ბირჟაამასწინათ, ერთ-ერთმა ჩვენებურმა ფეხბურთელმა ინტერვიუს დროს ერთგვარი სიამაყით თქვა, რომ ბირჟაზე მდგარა, ახლაც ხშირად დგას და მომავალშიც დადგება, რადგან მისი აზრით ბირჟა ადამიანს “კაცობას” ასწავლის.
20:02 | 08 თებერვალი, 2016
“ძია გენო” - კაცი, რომელიც ყველას უყვარდა..გარდაიცვალა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, 45 წლის გენო ზაზაძე. “45 წელი სასჯელად, ვერ შევეპუე. იქით ვერკინე ბედის განმრიგეს, ბევრჯერ დავმარცხდი, მოწყალეც რატომღაც ჩემთან არ იყო, ყოველთვის ძმა და ძმაკაცი მყავდა მოსარჩლე მფარველი.. გეფიცებით, ჩემი არ მტკივა.. ხვალ, რომ შემოვალ ყველა თქვენგანი მომწერს.. ბედნიერი ვარ.. მიყვარხართ..” –ეს გენო ძიას ერთ-ერთი ბოლო პოსტი იყო სოციალურ ქსელში.
16:02 | 07 თებერვალი, 2016
მესის მზერარომ შეხედავ ხომ ჩანჩურა ვინმეა, ხომ სულ თავდახრილი დადის და საუბრის დროსაც ბევრს არაფერს ამბობს გულმისავალსა და კბილჩასაჭიდს, მაგრამ ლეო მესისაც აქვს რაღაც "ისეთი", ჩვენში რომ სიგიჟედ და ცეცხლოვნად უხმობენ. რაღაცნაირად იცის ხოლმე გამოხედვა, როდესაც საჯარიმოს დასარტყმელად მიდის. ძალიან რაღაცნაირად... ქვემოდან იხედება, ცოტა ქვეშქვეშა მზერით და ერთგვარი ნიშნის მოგებაც კი იგრძნობა ამ მზერაში - თქვენ რა იცით ახლა მე თავში რა ფიქრები მიტრიალებსო. მერე გამოირბენს, დაარტყამს ბურთს და ისე კოხტად შეაბზრიალებს კარში - თქვენი მოწონებული.
17:05 | 31 იანვარი, 2016
დიალოგი უცნაურ თემაზე- თავიდან თითქოს შეთანხმებულად აპირებდნენ მუშაობას და ვერ გამიგია რატომ გადაეკიდნენ ერთმანეთს ეგრე. იმასაც ვერ ვხვდები, რა მოტივაცია შეიძლება ქონდეს უფროსს, რომელიც ახლაღა გაუფროსდა და წესით მხოლოდ თბილ ღიმილს უნდა აფრქვევდეს ირგვლივ.
11:14 | 25 იანვარი, 2016
დრო, როდესაც გვეფეხბურთებოდამახსოვს ასე, 20-25 წლის წინ, როგორი დიდი სამზადისი იყო თბილისში გასამართი მნიშვნელოვანი მატჩების წინ. ეს იყო საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ცოტა ხნით ადრე და ასევე შემდგომაც, როდესაც ჩვენმა კლუბებმა და ნაკრებმა ევროპაში თამაში “დიდი ძმების” დაუხმარებლად” დაიწყეს.
17:15 | 17 იანვარი, 2016
ჩვენებური თვითგვემასაქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ ყოველთვის ცდილობდნენ, რომ აქედან გაეღწიათ. ყოველ შემთხვევაში, რაც თავი მახსოვს სულ ასე იყო და ჩვენი თანამემამულეების მოზრდილი ნაწილი სულ იმის ცდაში იყვნენ, რაიმენაირად სხვაგან ეპოვათ თავიანთი ოცნებების ახდენის ალაგი.
12:40 | 10 იანვარი, 2016
ეფრემა და არაბირთულია ქვეყანა უწოდო იმ უბედურებას, როგორიც საქართველო დავით აღმაშენებლამდე იყო. ეს იყო მთლიანად გაპარტახებული, დაშლილი, დანაწევრებული, დამშეული და ერთმანეთზე გადაკიდებული კუთხეების ტერიტორია, რომელიც უპატრონობით ისე იყო გატყევებული, რომ ყოფილი ნასოფლარებიც კი საერთოდ გამქრალიყო და მათ ადგილზე დიდი ტყეები შრიალებდნენ. შემდგომში დავით აღმაშენებელს აკი ამიტომაც უწოდეს ”ტყეების მეფე” – აქოდა, ეგ რა მეფეა, ტყეების მეტი არაფერი აქვს სამბრძანებლო და სამართავიო.
11:56 | 08 იანვარი, 2016
რაგბი ჩვენი - ქართველების სიამაყეა!გუშინ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული იყო, საზეიმო განწყობა, მთელი ქვეყანა ზეიმობდა და ჩემმა ნააზრევმაც ერთი დღით დაიგვიანა. ნააზრევმა, რომელიც 6 იანვარს გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ეხება.
12:01 | 27 დეკემბერი, 2015
ვიზალიბერალიზებული ახალი წელიისტორიული ეპოქის მომსწრენი ვხდებით. აგერ, ჩვენს თვალწინ ხდება ის, რაზეც საქართველოში მთელი თაობები ოცნებობდნენ. ევროპისაკენ მართალია ნელი და ზანტი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ და ამ წინასაახალწლო განწყობაში ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის დაწყება ყველაზე კარგი საჩუქარია, რაც “სანტა კლაუსს” შეიძლება მოეტანა. თუმცა მხოლოდ სიხარულითა და ცეკვა-თამაშით არაფერი გამოსულა და არც ახლა გამოვა.
11:15 | 20 დეკემბერი, 2015
“არსენალი” – ყველაზე უიღბლო, უიღბლოთა შორის!თუკი საფეხბურთო თვალსაზრისით უიღბლობაზე ვისაუბრებთ, აბა ისე როგორ იქნება, რომ ფიქრში იმწამსვე ლონდონის ”არსენალი” არ წამოგვიტივტივდეს? სადაც “მეთოფეები” არიან, იქ იღბალსა და გამართლებას რა უნდა? სადაც არსენ ვენგერის ჭაღარაა, იქ შვებას და მოცალეობას რა უნდა? ამ ბოლო დროს კი საერთოდ სასწაულები ხდება და პრაქტიკულად ყველა საფეხბურთო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონელებს კატალონიის “ბარსელონა” “გადაეკიდა” და როგორ გინდა ამოდენა ვერზილა კლუბს ყოველწლიურად ეომო?