10:58 | 30 ივნისი, 2019
3 ივლისს, გამთენიისას...მიმდინარე კოპა ამერიკას ერთი უმთავრესი ფავორიტი ყავს და ეს ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებია. ბრაზილია როდესაც ტურნირს საშინაო არენებზე ატარებს განსაკუთრებულად სახიფათოა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ხუთი წლის წინ ბრაზილაში გამართული მუნდიალის მიერ მიყენებული ჭრილობები შეხორცებას საჭიროებს და ეს მხოლოდ რაიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებით შეიძლება მოხდეს.
20:20 | 23 ივნისი, 2019
წვეროსნებითავშივე გეტყვით, რომ რასაც ქვემოთ წაიკითხავთ მხოლოდ ხუმრობაა ცოტა ირონიაა და არაფერი ხუმრობისა და ირონიის გარდა! შესაბამისად, იმედია არც ჩემს წვერაბუჩქულ მეგობრებს გავაბრაზებ და სხვანიც არ გამინაწყენდებიან. ეს ბლოგი კი ეხება არც მეტი არც ნაკლები - წვერს, წვერმოშვებულ სპორტსმენებს და იმ ბოლოდროინდელ ტენდენციებს, რასაც ზოგი ლამბერსექსუალიზმს ეძახის, ზოგი კი უბრალოდ მოდას აყოლად რაცხს.
19:45 | 16 ივნისი, 2019
უფულობა ყველაფერი ცუდის სათავეა!კარგია თუ ცუდი აღნიშნული ტენდენცია, ეს მკითხველმა განსაჯოს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე გულსატკენი ის გახლავთ, რომ ქართულ ფეხბურთში ფულს აბრამოვიჩის მსგავსი საეჭვო გზებით ნაშოვნი ქონების მფლობელი მილიარდელებიც კი არ დებენ და რომ ჩადონ, ახლო მომავალში რა გამოვა ამ საქმიდან, ძნელად სავარაუდოა.
15:00 | 09 ივნისი, 2019
ფეხბურთი და ლუდის ბოკლების წკრიალიგასულ პარასკევს საქართველოსა და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის შემდეგ, წერეთლის გამზირის მიმდებარე რესტორან-დუქნები პირთამდე გადაძეძგილი როს ვიხილე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ევროპელ ქომაგთა დარად, ქართველებსაც უკვე ჩვევაში აქვთ სპორტული გამარჯვებების მოლხენით აღნიშვნა და ლუდი ამ კუთხით ათწლეულების მანძილზე შეუცვლელი სასმელია.
11:17 | 02 ივნისი, 2019
ჩვენი თბილისური ოცნებაევროპის ორი მთავარი საფეხბურთო საკლუბო ტურნირის ფინალში ოთხი ინგლისური კლუბი გავიდა. ეს თავისთავად დიდი მიღწევაა, მაგრამ როდესაც გავიაზრებთ იმასაც, რომ ამ ოთხი გუნდიდან სამი მათგანი ერთ ქალაქს - ლონდონს წარმოადგენს, მივხვდებით თუ რაოდენ დიდი ფასი და მნიშვნელობა აქვს ერთი ქალაქის დერბებს და სულ სხვა ხიბლია, როცა ეს დერბები ევროპული თასების ფინალის ეგიდით იმართება.
08:25 | 26 მაისი, 2019
თავისუფლება შეუფასებელია!ალბათ არაფერია თავისუფლებაზე ამაღლებული და ფასეული. როგორც არ უნდა მოვინდომოთ და ვისიტყვაუხვოთ, მაინც ვერ ვიტყვით სამ მნიშვნელოვან სიტყვაზე მეტსა და ტევადს - “დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს! ეს გახლავთ მარადიული და უცვეთი სიტყვები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ჩურჩულით ითქმებოდა.
10:28 | 19 მაისი, 2019
რა გვეზეიმება?თბილისის “დინამოს“ მიერ თასების თასის მოპოვებიდან უკვე 38 წელი გავიდა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსები და საფეხბურთო საზოგადოება კვლავ ძველებურად აღნიშნავს 13 მაისს.
20:15 | 12 მაისი, 2019
უეფას ნოვაციები ბეჩავთათვისწელიწადი ისე არ გავა, უეფამ საზოგადოების წინაშე ახალი უცნაური იდეა რომ არ წამოაყენოს და შემდეგ უკვე მიდის ამ ეპატაჟური იდეების განსჯა და განხილვა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მას შემდეგ მოძლიერდა, რაც ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში კორუფციული სკანდალები ჩაცხრა და ახალი მენეჯმენტი დღენიადაგ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ ნოვაციების მოფიქრებითა და ევროფეხბურთის პროგრესის გზაზე შეყენებითაა დაკავებული.
16:52 | 05 მაისი, 2019
დიდი ოთხეულიალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალში ამბები იმდენად უცნაურად წაეწყობოდა, რომ უპირობო ფავორიტის - კატალონიის “ბარსელონას“ გარდა, “ტოტენჰემი“, “აიაქსი“და შარშანდელი ფინალისტი “ლივერპული“ გავიდოდნენ.
12:45 | 21 აპრილი, 2019
ყირიმული კლუბების მძიმე აწმყო და მომავალიჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და ყირიმის ნახევარკუნძული პირდაპირ მიიერთა, საფეხბურთო საზოგადოებაში დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ რა ბედი ელოდათ ცნობილ საფეხბურთო კლუბებს - სიმფეროპოლის “ტავრიასა“ და სევასტოპოლის “სევასტოპოლს“. ამ საკითხზე ჩვენს პორტალზეც არაერთხელ დაიწერა და ეს პრობლემური საკითხი პირდაპირ ებმის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საფეხბურთო კლუბების პრობლემას და როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც საქართველოში არსებული ვითარება უკრაინის იდენტურია.
18:40 | 14 აპრილი, 2019
გეგეშიძის დილემაარა აქვს მნიშვნელობა სპორტი და სახელდობრ ჭიდაობა გიყვარს თუ არა. მთავარია გქონდეს უსამართლობისა და სამართლიანობის თუნდაც მცირეოდენი შეგრძნება და სულ ადვილად მიხვდები, რომ ის რაც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის თავს ხდება არის დიდი შეთქმულების ნაწილი, რომელიც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენის კარიერის ნაადრევად დამთავრებით დასრულდეს.