ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:57 | 27.11.2021

027 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1951- დრაჟენ დალიპაგიჩი. სამოყვარულო კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიოს ...

09:51 | 26.11.2021

026 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1905 - დაიბადა ვიქტორ გოგლიძე. ჭადრაკში პირველი ქართველი ოსტატი (1930) და პირველი საერთაშორისო ოსტატი (1950). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1949), ფიზკულტურისა და სპორტის ...

10:00 | 25.11.2021

025 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942- დაიბადა რომან რურუა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი (63 კგ წონითი კატეგორია). მექსიკის დედაქალაქში ჩატარებული შვიდი ორთაბრძოლიდან ოთხში წმინდად გაიმარჯვა. ტოკიოს 1964 ...

09:49 | 24.11.2021

024 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1938 – დაიბადა ოსკარ რობერტსონი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. “მილუოკი ბაქზის” რიგებში 1971 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ...

09:49 | 23.11.2021

023 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1982 - დაიბადა ასაფა პაუელი. იამაიკელი სპრინტერი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტით გარბენში. მსოფლიოს 2007 წლის ...

09:52 | 22.11.2021

022 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1967 – დაიბადა ბორის ბეკერი. გერმანელი ჩოგბურთელი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე. 1985, 1986 და 1989 წლებში გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. 1991 და 1996 წლებში გაიმარჯვა ავსტრალიის ...

09:55 | 21.11.2021

021 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1950. დაიბადა ალბერტო ხუანტორენა. კუბელი მძლეოსანი. ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე 400 და 800 მეტრზე გარბენი მოიგო. 800 მეტრი გარბენი მსოფლიოს რეკორდით მოიგო. ეს 1976 წელს, მონრეალში მოხდა. ...

09:54 | 20.11.2021

020 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1926. დაიბადა ვახტანგ ბალავაძე. “ჭიდაობის პროფესორად” წოდებული ლეგენდარული ქართველი ფალავანი. 73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1957) და ვერცხლის პრიზიორი (1959). ახალგაზრდობის პირველი ...

09:50 | 19.11.2021

019 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1888 - დაიბადა ხოსე რაულ კაპაბლანკა. კუბელი დიდოსტატი. კუბის ჩემპიონობა მოიპოვა 12 წლის ასაკში. 1921-27 ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გამართულ მატჩში, ემანუელ ლასკერი დაამარცხა ...

09:51 | 18.11.2021

018 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 - თბილისის “დინამომ” ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის “ტორპედოს” 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.988741