ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:54 | 23.08.2021

023 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978. დაიბადა კობი ბრაიანტი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მსროლელი (198 სმ). 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში (2000-2002) “ლეიკერსის” რიგებში ეროვნული საკალათბურთო ...

09:47 | 22.08.2021

022 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1930. დაიბადა ჟილმარი (ჟილმარ დოს სანტოს ნევესი) ბრაზილიის ნაკრების, “ხაბაკვარას”, “კორინთიანსის” (1951-61), “სანტოსის” (1961-69) მეკარე. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიოს ორგზის ...

09:47 | 21.08.2021

021 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1936. დაიბადა უილტ ჩემბერლენი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი (216 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი (1967, 1972). 1960, 1966, 1967, 1968 წლებში დაასახელეს ასოციაციის საუკეთესო ...

09:47 | 20.08.2021

020 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2008 წლის 20 აგვისტოს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავემ ოთარ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

09:54 | 19.08.2021

019 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1934. დაიბადა კობა წაქაძე. თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელი. საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი (1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი (1961). სამჯერ ფლობდა საკავშირო ...

09:50 | 18.08.2021

018 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2004. ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იგი პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადაში გაიმარჯვა.

09:54 | 17.08.2021

017 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1977. დაიბადა ტიერი ანრი. საფრანგეთის ნაკრების, “მონაკოს” (1994-99), “იუვენტუსის” (1999), “არსენალისა” (1999-2007) და “ბარსელონას” (2007-2010), “ნიუ იორკ რედ ბულის” (2010 წლიდან) ფორვარდი. მსოფლიოს 1998 ...

09:51 | 16.08.2021

016 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2013. საქართველო-სერბეთი 75:71. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თავის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაამარცხა - სერბები სამგზის ევროპის (1995, 1997, 2001) და ორგზის მსოფლიოს (1998, 2002) ჩემპიონები ...

10:05 | 15.08.2021

015 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1960. დაიბადა ირინა გაბაშვილი. მხატვრულ ტანვარჯიშში 1979 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ბურთით ვარჯიშში და ბრინჯაოს პრიზიორი მრავალჭიდში.

09:49 | 14.08.2021

014 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1959. დაიბადა ერვინ ჯონსონი. მთელი სპორტული სამყარო მას მეჯიქ ჯონსონის სახელით იცნობს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
1.14078