ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:51 | 19.03.2021

019 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1985- დაიბადა მანუჩარ ცხადაია. ბერძნულ-რომაულ მოჭიდავეთა (66 კგ) შორის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2009 და 2011 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანი. 2012 წლის ...

09:43 | 15.03.2021

015 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937. დაიბადა შოთა იამანიძე. თბილისის “დინამოს” კაპიტანი. თოთხმეტი სეზონი თამაშობდა კლუბში (1954-1967). თამაში დაიწყო როგორც მარცხენა გარემარბმა, შემდეგ გამოდიოდა ინსაიდის, ცენტრალური თავდამსხმელისა და ...

09:43 | 14.03.2021

014 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1979- დაიბადა ნიკოლა ანელკა. საფრანგეთის ნაკრების, პსჟ-ის, ლონდონის “არსენალის,” მადრიდის “რეალის,” “ლივერპულის,” “მანჩესტერ სიტის,” სტამბოლის “ფენერბახჩეს,” “ბოლტონის”, “ჩელსის”, ჩინეთის “შანხაი შენხუას” ...

09:42 | 13.03.2021

013 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1955 – დაიბადა ბრუნო კონტი. იტალიის ნაკრებისა და “რომას” მარჯვენა გარემარბი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. ესპანეთის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე კონტიმ პერუს გაუტანა, რითაც იტალიელები მომდევნო სტადიაზე გავიდნენ. ...

09:49 | 12.03.2021

012 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947. დაიბადა დავიდ რიგერტი. საბჭოთა (ლატვიელი) ძალოსანი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი. რიგერტს დამყარებული აქვს მსოფლიოს 63 რეკორდი.

09:45 | 10.03.2021

010 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1981 – დაიბადა სამუელ ეტოო. კამერუნის ნაკრების, მადრიდის “რეალის”, “მალიორკას”, “ბარსელონას”, “ინტერის”, მახაჩყალის “ანჟის”, “ჩელსის”, “ევერტონის”, “სამპდორიას”, "ანტალიასპორის" ფორვარდი. 2000 წლის ოლიმპიური ...

09:50 | 08.03.2021

08 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1941 – დაიბადა გურამ პეტრიაშვილი. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964) და ოთხგზის მესამე პრიზიორი. 1970 წელს იასპარეზა საკავშირო თასის ფინალში. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 281 ...

09:50 | 07.03.2021

07 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1960 - დაიბადა ივან ლენდლი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. “დიდი სლემის” ტურნირთაგან 1985, 1986, 1987 წლებში გახდა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, 1984, 1986, 1987 წლებში გაიმარჯვა ...

09:50 | 06.03.2021

06 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1902 - მადრიდში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “რეალი”. მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. 13-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (ამჟამინდელი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა). ორჯერ უეფა-ს თასი და ოთხჯერ ევროპის სუპერთასი. სამჯერ ...

09:48 | 04.03.2021

04 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1951- დაიბადა კენი დალგლიში (კენი მატისონი). შოტლანდიის ნაკრების, “სელტიკისა” და “ლივერპულის” ფორვარდი. დალგლიშმა 200-200 მატჩზე მეტი ჩაატარა ინგლისისა და შოტლანდიის უპირველეს საფეხბურთო ლიგებში. ორივე ...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
1.38314