ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:44 | 02.02.2021

02 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1954 - დაიბადა თინათინ ლეკვეიშვილი. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1970 წლის ევროპის ჩემპიონი. ევროპის თასის მფლობელი (1969). 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში ევროპის პირველობის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის შვიდგზის ...

09:51 | 01.02.2021

01 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969 – დაიბადა ნინო სალუქვაძე. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი. მონაწილეობდა 7 ოლიმპიადაზე. 1988 წლის თამაშებზე სპორტული პისტოლეტით სროლაში მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო პნევმატური პისტოლეტით ...

09:49 | 31.01.2021

031 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1992 -დაიბადა ლაშა შავდათუაშვილი. 66 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 2016 წლის ოლიმპიადის ბორინჯაოს მედალოსანი. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი (2013). ევროპის 2013 ...

09:46 | 30.01.2021

030 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1975 – დაიბადა ჟუნინიო პერნამბუკანო. ბრაზილიის ნაკრების, “სპორტ რესიფეს”, “ვასკო და გამასა” და “ლიონის” ნახევარმცველი. 2005 წლის კონფედერაციათა თასის გამარჯვებული.

09:49 | 29.01.2021

029 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1966 – დაიბადა რომარიო (რომარიო დე სოუზა ფარია). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 2004 წელს ფიფამ რომარიო პლანეტის 125 უძლიერეს მოთამაშეთა შორის შეიყვანა. პელეს შემდეგ შედეგიანობით მეორე ...

09:45 | 28.01.2021

028 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978 – დაიბადა ჯანლუიჯი ბუფონი. იტალიის ნაკრების, ”პარმასა” და ტურინის ”იუვენტუსის” გოლკიპერი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი. 2006 წლის მუნდიალზე შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ...

09:41 | 26.01.2021

026 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1919 – დაიბადა ვალენტინო მაცოლა. იტალიის ნაკრებისა და “ტორინოს” ფორვარდი. იტალიის ჩემპიონი (1943, 1946, 1947, 1948, 1949) და თასის მფლობელი (1941, 1943). 1947 წელს გახდა იტალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. ...

09:46 | 25.01.2021

025 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942 – დაიბადა ეუსებიო (ეუსებიო და სილვა ფერეირა). ”შავ პანტერად” წოდებული მოზამბიკური წარმოშობის პორტუგალიელი ფეხბურთელი. დაიბადა ლორენსაუ მარკეშში (ამჟამად მაპუტუ). ეუსებიო სამართლიანადაა მიჩნეული მსოფლიოს ...

09:44 | 24.01.2021

024 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947 – დაიბადა ჯორჯო კინალია. იტალიის ნაკრების, რომის ”ლაციოსა” და ნიუ იორკის ”კოსმოსის” ცენტრფორვარდი. დაიბადა უელსში და ფეხბურთის თამაში იქვე დაიწყო.

03:54 | 23.01.2021

023 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1919 – დაიბადა ბობ პეისლი. ”ლივერპულის” მოთამაშე და მწვრთნელი. ენფილდელთა ღირსებას იცავდა 1939-54 წლებში. 1947 წელს მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა, 1950-ში კი თასი. “ლივერპულის” შემადგენლობაში ჩაატარა 253 ...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
1.395136