ფეხბურთი

16:09 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ანჟის” თავკაცი: “გრიგალავა გამოცდილი ფეხბურთელია და თადარიგში რატომ უნდა იჯდეს?”

რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე მახაჩყალის “ანჟის” მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ტაშუევმა ინტერნეტპორტალ eurofootball.ru-სთან საუბარში დაადასტურა, რომ გია გრიგალავა პერმის “ამკარში” გადასვლას აპირებს. თუმცა, ისიც დაამატა, რომ კლუბები საქართველოს ეროვნული გუნდის ნაკრების მარცხენა მცველის ტრანსფერზე ჯერ არ შეთანხმებულან.

“გიას ჩვენთან მთელი წელი არ უთამაშია. ის თითქოს ახლა “ამკარში” გადასვლას აპირებს. იგი უცხოელია და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს პირველი დივიზიონია, სადაც ლეგიონერებზე ლიმიტია. კლუბში 8 უცხოელს ვერ გავაჩერებთ. გრიგალავა გამოცდილია ფეხბურთელია და თადარიგში რატომ უნდა იჯდეს? ბუნებრივია, მისთვის ეს უინტერესოა. ოფიციალურად ჯერ არ გადასულა და ამიტომ, ვერაფერს ვიტყვი. თუ კლუბები მის ტრანსფერს ოფიციალურად შეათანხმებენ, მაშინ, გარკვეული განცხადებების გაკეთება შეიძლება”, - თქვა ტაშუევმა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.173277