ლა კორუნიის “დეპორტივო” კოსტა-რიკის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველით სელსო ბორგესით გაძლიერდა. ტრანსფერი გალისიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
შვედური აიკის საკუთრებაში მყოფმა 26 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ესპანურ კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება. სელსო ლა ლიგაში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბორგესი აიკის ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და 86 შეხვედრაში 21 გოლის გატანა მოახერხა. იგი კოსტა-რიკის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 71 მატჩში 19-ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული. ბორგესმა განვლილ მუნდიალზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც მისმა სამშობლომ ისტორიულ შედეგს მიაღწია და 1/4 ფინალამდე გავიდა.