ფეხბურთი

12:02 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” აქციების 20 პროცენტი ჩინელმა მილიარდერმა შეიძინა

ჩინელმა მილიარდერმა ვან ცზიანლინმა ესპანური საფეხბურთო კლუბ მადრიდის “ატლეტიკოს” აქციათა 20 პროცენტი შეიძინა. ამის შესახებ სააგენტო “სინხუა” იუწყება. გარიგების ღირებულებამ 52 მილიონი დოლარი შეადგინა.

შეთანხმების მიხედვით “ატლეტიკო” ჩინეთში სამ საფეხბურთო აკადემიას გახსნის და შესაძლოა წელს ამ ქვეყანაში ტურიც მოაწყოს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ვან ცზიანლინის კუთვნილი კორპორაცია ჩინურ კლუბ “დალიან ვანდას” აფინანსებდა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი რამდენჯერმე გახდა. 2011-2013 წლებში, მისი კორპორაცია ჩინეთის სუპერლიგის მთავარი სპონსორი იყო.

0.080778