ფეხბურთი

17:30 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯევიჩი სამი თვე დაისვენებს

რომის “ლაციომ” სერბი თავდამსხმელი ფილიპ ჯორჯევიჩი დიდი ხნით დაკარგა.

“მილანთან” 1:3 წაგებულ მატჩში, 27 წლის სერბი შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა, 81-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ბურთს ფეხი ცუდად დააბიჯა და სერიოზული ტრავმა მიიღო.

ექიმების პირვანდელი პესიმისტური ვარაუდი დადასტურდა - ფეხბურთელმა ტერფი მოიტეხა და მას ქირურგიული ჩარევა დაჭირდება. “ლაციოს” წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს, რომ ოპერაცია ორშაბათს ჩატარდება. ვარაუდობენ, რომ აღდგენითი პროცესი სამი თვე გაგრძელდება.

ჯორჯევიჩი “ლაციოში” ფრანგული “ნანტიდან” მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და სერია A-ში ჩატარებულ 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094427