ფეხბურთი

19:15 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტუანიმ შესაძლოა “ესპანიოლი” დატოვოს

კატალონიური “ესპანიოლის” თავდამსხმელმა კრისტიან სტუანიმ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, შესაძლოა კლუბი დატოვოს – იუწყება პორტალი Football Espana.

ურუგვაელ ფორვარდს წინადადებები მექსიკიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან აქვს. ჟურნალისტებთან საუბრისას სტუანიმ განაცხადა, რომ “ესპანიოლში” ბედნიერია, თუმცა მისი მომავალი ისე წარიმართება, როგორც ორივე მხარისთვის იქნება უკეთესი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მექსიკური ვარიანტი “ტიგრესია”, რომელიც სტუანიაში 3.5 მილიონ ევროს იხდის და ფეხბურთელსაც მშვენიერ პირობებს სთავაზობს, ხოლო თურქულ და გერმანულ კლუბებზე კონკრეტულად არაფერი თქმულა.

მიმდინარე სეზონში სტუანიმ “თუთიყუშების” მაისური 24-ჯერ მოირგო და 11 გოლი გაიტანა. მან კვირას “ალმერიასთან” მოგებულ (3:0) შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09504