ფეხბურთი

15:04 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ბავშვების დახმარებას განაგრძობს

ფრანგულმა გრანდმა “პარი სენ ჟერმენმა” უკვე ტრადიციადქცეული საქველმოქმედო აუქციონი ჩაატარა და შემოსავლის სახით 254 000 ევრო მიიღო. აღნიშნული თანხა ღარიბ ბავშვებს მოხმარდებათ, რომლებიც რთულ სიტუაციაში არიან.

აუქციონში გასაყიდად 19 ნივთი გამოიტანეს, მათ შორის ლუკას მოურას 11 000 ევროდ შეფასებული მაისური, რომელიც ბრაზილიელს 2014 წელს “მარსელთან” დაპირისპირების დროს ეცვა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის მაისური, რომელიც შვედს საფრანგეთის სუპერთასზე ეცვა, 20 000 ევროდ გაიყიდა.

გასულ წელს აღნიშნული საქველმოქმედო აუქციონიდან პსჟ-მ 195 000 ევრო მიიღო. კლუბმა 15 წელიწადის განმავლობაში დახმარება 150 000 ბავშვს გაუწია.

0.100224