ფეხბურთი

15:18 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამო” რუსეთის პრემიერლიგელს დაუზავდა

თურქეთის ქალაქ ბელეკში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის “დინამომ” პირველი ამხანაგური შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგის პერმის “ამკართან” ჩაატარა. მატჩი 2:2 დასრულდა.

ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბმა, რომელშიც ლევან ხომერიკი, ასლან ბალაძე და შოთა ჭეშვილი შედიან, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები დააყენა:

ალავიძე, ფარტენაძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე, დიასამიძე, ქავთარაძე, მუჯირი, ტატანაშვილი.

სათადარიგოები იყვნენ: მამინაშვილი, კაშია, ჩირიკაშვილი, ქორიძე, ქათამაძე, აბუსელიძე.

მეორე ტაიმში ამირან მუჯირი გიორგი კაშიამ შეცვალა, ხოლო ნიკა დიასამიძე გიორგი ჩირიკაშვილმა.

ბათუმელები მატჩს ორჯერ იგებდნენ. 38-ე წუთზე გუნდი ნიკა მგელაძემ დააწინაურა. 43-ეზე პერმელებმა თანაფარდობა აღადგინეს. 55-ე წუთზე “დინამო” წინ ბადრი ტეტუნაშვილმა გაიყვანა, ხოლო “ამკარმა” ქართველების კარი მეორედ 81-ე წუთზე აიღო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.185303