ფეხბურთი

2:25 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ქალაქელებმა” ლიდერთან სხვაობა შეამცირეს

ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის პირველი სათამაშო დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა და რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ლონდონის “ჩელსიმ” შინ “ბარნლისთან” დაკარგა ქულები, რითაც “მანჩესტერ სიტიმ” ისარგებლა და სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა.

“ჩელსიმ” შეხვედრა კარგად დაიწყო და ანგარიში მალევე გახსნა. მე-14 წუთზე ფლანგზე მშვენივრად გაისარჯა ედენ აზარი და კარის სიახლოვეს მყოფი ბრანისლავ ივანოვიჩი მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. მასპინძელთა გეგმები 70-ე წუთზე აირია. ნემანია მატიჩმა არასპორტული საქციელის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა, რითაც კარგად ისარგებლეს სტურებმა და 81-ე წუთზე მიმ უმნიშვნელოვანესი ქულა მოუპოვა თავის გუნდს – 1:1.

ლიდერის წაფორთხილებით კარგად ისარგებლა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელმაც “ნიუკასლი” მიიღო შინ და უმოწყალოდ გაანადგურა. სტუმართა რბევა მეორე წუთზე დაიწყო, როდესაც სერხიო აგუერომ პენალტით გახსნა ანგარიში. მე-12 წუთზე სამირ ნასრიმ სოლიდური გახადა სხვაობა, ხოლო 21-ე წუთზე ჯეკომ გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე. მეორე ნახევრის დებიუტში დავიდ სილვას ჯერი დადგა, რომელმაც ორ წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა – 5:0.

მიმდინარე სეზონში “სუონსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” დაიბრიყვა და გასვლაზე მოგებული მატჩის შემდეგ, შინაც შეძლო მათი დამარცხება. შეხვედრა სტუმრებისთვის კარგად დაიწყო და 28-ე წუთზე ანდერ ერერამ გახსნა ანგარიში. გაშვებულმა გოლმა მასპინძლები ვერ დააბნია და ორ წუთში კიმ აღადგინა წონასწორობა, ხოლო 73-ე წუთზე შელვის შორეული დარტყმა ბაფეტიმბი გომისს მოხვდა და დე ხეას კარში შევარდა – 2:1.

“იუნაიტედის” წაგებით ისარგებლა ლონდონის “არსენალმა” და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. სტუმრებმა პირველი ნახევარი კასორლასა და ჟირუს გოლებით მოიგეს, ხოლო 94-ე წუთზე მურეიმ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა - 1:2. “მეთოფეებმა” “მანჩესტერს” ერთი ქულით გადაასწრეს.

სუონსი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 (1:1)

სუონსი (4-2-3-1):
ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, კორკი, კი, შელვი (ამატი 94), რუტლიჯი, სიგურდსონი (მონტერო 74), გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-1-2): დე ხეა, ჯონსი, როხო, შოუ (იანგი 58), მაკნაირი (ვალენსია 46), ბლინდი, ერერა, დი მარია (მატა 79), ფელაინი, ვან პერსი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 0:1 ერერა (28), 1:1 კი (30), 2:1 გომისი (73).
გაფრთხილებები: უილიამსი, შელვი – ფელაინი, ჯონსი, იანგი, როხო
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 11(6)-18(3), ჯარიმა: 6-15, კუთხური: 4-10, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-4

ჩელსი – ბარნლი 1:1 (1:0)

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ზუმა, ტერი, ფელიპე ლუისი (დროგბა 86), ივანოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი (რამირესი 72), აზარი, კუადრადო (ვილიანი 70), კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, კინი, მი, ტრაიპერი, არფილდი, ბოიდი, კიგტლი (ვოკსი 79), ჯონსი, ბარნსი, ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

გოლები: 1:0 ივანოვიჩი (14)
გაფრთხილებები: ივანოვიჩი - ბოიდი, კიგტლი
გაძევება: მატიჩი 70.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 14(5)-10(5), ჯარიმა: 9-9, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 3-2, სეივი: 4-4

კრიტალ პალასი – არსენალი 1:2 (0:2)


კრისტალ პალასი (4-4-1-1): სპერონი, ჰანგელანდი, დანი, იარდი, სუარე, ლედლი (ამეობი 80), მუტჩი, ზაჰა, პანჩონი, გაილი (მურეი 79), კემპბელი (ბოლასი 57).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, კოშელნი, მერტესაკერი, მონრეალი, ჩემბერსი, კოკლენი, ოზილი (როსიცკი 76), კასორლა, სანჩესი (პაულისტა 89), უელბეკი (გიბსი 77), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 კასორლა (8), 0:2 ჟირუ (45+1), 1:2 მურეი (94).
გაფრთხილებები: მუტჩი – კოკლენი, ჟირუ, ჩემბერსი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 22(3)-12(4), ჯარიმა: 15-14, კუთხური: 10-1, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-2

ჰალი – ქპრ 2:1 (1:1)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (3-5-2): მაკგრეგორი, ბრიუსი (გ.რამირესი 53), დოუსონი, მაკშეინი, ჰადლსტოუნი, მეილერი (ალუკო 82), ლივერმორი (ა.ერნანდესი 57), ბრედი, ელმოჰამედი, ნ’დოიე, იელავიჩი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ქპრ (4-4-2): გრინი, ფერდინანდი, კოლკერი, იუნი, ფურლონგი, ბარტონი, ჰენრი, ფილიპსი, კრანჩარი (ა.ტრაორე 78), ზამორა (დოგტი 64), ოსტინი (ზარატე 75).
მწვრთნელი: კრის რემსი

გოლები: 1:0 იელავიჩი (16), 1:1 ოსტინი (39), 2:1 ნ’დოიე (89).
გაფრთხილებები: ფურლონგი, ზამორა, ზარატე, ფილიპსი
გაძევება: ბარტონი 32.
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 16(6)-8(3), ჯარიმა: 18-16, კუთხური: 5-7, თამაშგარე: 8-3, სეივი: 2-4

ასტონ ვილა – სტოკი 1:2 (1:1)


ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ვლაარი, კლარკი, რიჩარდსონი (სისოკო 42), ჰატონი, სანჩესი, ხილი (ვაიმანი 58), სინკლერი, აგბონლაჰორი, ბენტეკე.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

სტოკი (4-3-3): ბეგოვიჩი, უილსონი, ვოლშაიდი, პიტერსი (ტეიშეირა 86), პიტერსი, ნ’ზონზი, ველანი, აირლანდი (სიდუელი 86), მოზესი, დიუფი, უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 სინკლერი (20), 1:1;1:2 დიუფი (45;93 პენ).
გაფრთხილებები: სანჩესი, ვლაარი – ვოლშაიდი, ველანი, უოლტერსი
გაძევება: ვლაარი 93.
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 3(2)-11(6), ჯარიმა: 11-14, კუთხური: 11-3, თამაშგარე: 1-5, სეივი: 4-1

მანჩესტერ სიტი – ნიუკასლი 5:0 (3:0)

მანჩესტერ სიტი (4-4-2):
ჰარტი, მანგალა, კომპანი, კოლაროვი, ზაბალეტა, ფერნანდინიო, ტურე, ნასრი (ლამპარდი 70), სილვა (ნავასი 59), ჯეკო, აგუერო (ბონი 60).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლიჩინი, უილიამსონი, ჯანმაატი (რ.ტეილორი 71), ჰაიდარა, ანიტა (აბეიდი 46), კოლბეკი, სისოკო, ა.პერესი, გუფრანი (ობერტანი 86), სისე.
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

გოლები: 1:0 აგუერო (2 პენ.), 2:0 ნასრი (12), 3:0 ჯეკპ (21), 4:0;5:0 სილვა (51;53).
გაფრთხილებები: კომპანი, ტურე, ჯეკო – ანიტა, კოლბეკი
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 16(9)-8(1), ჯარიმა: 9-8, კუთხური: 7-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-4

სანდერლენდი – ვესტ ბრომვიჩი 0:0

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-4-1-1): პანტელიმონი, ვერჯინი (ვან აანჰოლტი 88), ოში, ბრაუნი, რეველიერი, კატერმოლი, ლარსონი, ჯონსონი, რ.ალვარესი (ს.ფლეტჩერი 68), გრემი (ვიკჰემი 68), დეფო.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი, ლესკოტი, მაკოლი, ბრანტი, დოუსონი, დ.ფლეტჩერი, იაკობი, გარდნერი (მაკმანამანი 88), მორისონი (ბეირდი 73), ბრაუნი, ბერაჰინო.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გაფრთხილებები: რ.ალვარესი – ლესკოტი, დოუსონი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 13(2)-5(1), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 11-2, თამაშგარე: 3-2, სეივი: 1-2

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -17. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 14. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) - 13. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 12.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165807