ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” შინ ჩემპიონობისთვის მებრძოლი “მანჩესტერ სიტი” მიიღო და შინ უქულოდ გაუშვა.
მატჩი თავიდანვე მერსესაიდელთა უპირატესობით წარიმართა და პირველი საგოლე მომენტი მე-7 წუთზე ადამ ლალანას შეექმნა, მაგრამ ჯო ჰარტს ვერ აჯობა. ერთ წუთში ლალანამ გოლის გატანა მოახერხა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა ძალიან საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და თამაშგარე დააფიქსირა. “ლივერპულმა” გოლის გატანა ერთ წუთში მაინც მოახერხა, მე-10 წუთზე ჯორდან ჰენდერსონმა შორი მანძილიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა. გაშვებული გოლისთანავე, სტუმრებიც გააქტიურდნენ და მე-12 წუთზე სერხიო აგუერომ ძელს გაარტყა, ხოლო 25-ე წუთზე არგენტინელის მშვენიერი გადაცემა ედინ ჯეკომ გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ნახევარიც მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და 51-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგს შეეძლო გოლის გატანა. 75-ე წუთზე კი, ფელიპე კოუტინიომ ბრწყინვალე შორეული გასროლით “ლივერპული” დააწინაურა – 2:1. ბრენდან როჯერსის გუნდმა 48 ქულა დააგროვა, მეხუთე პოზიციამდე აღწევდა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. “მანჩესტერ სიტის” კი, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება. "ქალაქელები" ლონდონის “ჩელსის” ხუთი ქულით ჩამორჩებიან, რომელსაც მატჩი აქვს თადარიგში.
მოიგო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა კლუბმა ლონდონის “არსენალმა”, რომელმაც ლივერპულის “ევერტონი” მიიღო და “გუდისონ პარკზე” უქულოდ გაუშვა. “მეთოფეები” ტაიმის ბოლოს ოლივიე ჟირუმ დააწინაურა, ხოლო 89-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ტომაშ როსიცკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. არსენ ვენგერის გუნდმა მესამე ადგილი დაიბრუნა.
ლივერპული - მანჩესტერ სიტი 2:1 (1:1)
ლივერპული, “ენფილდი”
ლივერპული (3-4-1-2): მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, ჩანი, ალენი, ლალანა, კოუტინიო, ჰენდერსონი, მორენო (კ.ტურე 83), სტერლინგი, მარკოვიჩი (სტარიჯი 76).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, კომპანი, მანგალა, კოლაროვი, ზაბალეტა, იაია ტურე, ფერნანდინიო (ბონი 78), ნასრი (ლამპარდი 83), სილვა, აგუერო, ჯეკო (მილნერი 58).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 1:0 ჰენდერსონი (11), 1:1 ჯეკო (25), 2:1 კოუტინიო (75).
გაფრთხილებები: ლალანა – ფერნანდინიო, მილნერი, ბონი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 11(5)-8(1), ჯარიმა: 14-8, კუთხური: 3-0, თამაშგარე: 3-6, სეივი: 0-3
არსენალი – ევერტონი 2:0 (1:0)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-1-4-1): ოსპინა, პაულისტა, კოშელნი, გიბსი, ბელერინი, კოკლენი (ჩემბერსი 89), კასორლა, ოზილი, სანჩესი (უელბეკი 87), ჩემბერლენი (როსიცკი 82), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ევერტონი (4-3-2-1): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, კოულმენი, გარბატი, ბერი (გიბსონი 84), ბეშიჩი (ნეისმიტი 77), მაკკარტი, მირალაში (ლენონი 62), ბარკლი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლები: 1:0 ჟირუ (39), 2:0 როსიცკი (89).
გაფრთხილებები: ჟირუ, კოშელნი
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 19(4)-8(2), ჯარიმა: 12-5, კუთხური: 8-9, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2