ფეხბურთი

18:00 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა. 24-ე ტურის ანონსი

გერმანული ბუნდესლიგის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩის გამორჩევა რთულია. რა თქმა უნდა, ყველა შედეგს აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან არავინ იცის, აქ დაკარგული (ან მოპოვებული) ქულა სეზონის ბოლოს ცხრილზე როგორ აისახება.

საინტერესოა, "დორტმუნდი" მორიგ მატჩსაც მოიგებს თუ ვერა. ისე, მძლეთამძლე მეტოქე ნამდვილად არ ჰყავს – "ჰამბურგს" ესტუმრება და პირველ წრეში მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება.

ბოლო ტურებში შედარებით შესუსტდა "აუგსბურგი" და ვნახოთ, ამჯერად რას მოუხერხებს "ვოლფსბურგს". ისე, "აუგსბურგს" რეალური შანსი აქვს მეოთხე ადგილზე გასვლსა, რაც სეზონის წინ დაუჯერებელი ჩანდა. მითუმეტეს, ამ გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები არ აკლია...

ახლა კი, ტრავმირებულებისა და დისკვალიფიცირებულების სია:

6 მარტი

შტუტგარტი-ჰერტა

ტრავმა: რიუდიგერი, დიდავი, იალჩინი, სარარერი (შტუტგარტი); ბაუმიოჰანი, ჰასოგაი, რონი, შიბერი (ჰერტა)

დისკვალიფიკაცია: ჰარნიკი (შტუტგარტი); ნიმაიერი, შკიელბრედი (ჰერტა)

მსაჯი: ბრიხი

7 მარტი

შალკე-ჰოფენჰაიმი

ტრავმა: ფერმანი, გიფერი, დრაქსლერი, იტერი, ობასი, ფარფანი (შალკე); შტოლცი, ვიზე, ზიულე (ჰოფენჰაიმი)

მსაჯი: დანკერტი

აუგსბურგი-ვოლფსბურგი

ტრავმა: ჰონგი, რაინჰარდტი, ვერჰაეგი, ეკინი, ეშვაინი, მორავეკი, მიოლდერსი, რაინტალერი (აუგსბურგი); ფელიპე, თოლკე, ჰუნტი, სავადა (ვოლფსბურგი)

მსაჯი: გრეფე

ჰანოვერი-ბაიერნი

ტრავმა: მილერი, ჰოფმანი, ტაიჩგრიობერი, დირსენი, ერნსტი, შულცე (ჰანოვერი); ხავი მარტინესი, ალკანტარა, ლამი (ბაიერნი)

დისკვალიფიკაცია: შტინდლი (ჰანოვერი)

მსაჯი: ველცი

ფრაიბურგი-ვერდერი

ტრავმა: ბატცი, პერგერი, პეტერსენი, სტანკო (ფრაიბურგი); ჰუსიჩი, ბიუსხი, გალვესი, ლუკიმია, სანდერი, აიჩიკეჩი, ბარგფრედე, ფონ ჰააკი, ილდირიმი, ლორენცენი (ვერდერი)

დისკვალიფიკაცია: ტორეხონი (ფრაიბურგი)

მსაჯი: აითექინი

ჰამბურგი-დორტმუნდი

ტრავმა: ბრუნსტი, რაიკოვიჩი, დიასი, გრინი, ჰოლტბი, იუნგი, შტაინმანი, ლასოგა (ჰამბურგი); დურმი, პიშჩეკი, გროსკროიცი (დორტმუნდი)

დისკვალიფიკაცია: ოსტრჟოლეკი (ჰამბურგი)

მსაჯი: გაგელმანი

მაინცი-გლადბახი

ტრავმა: რიობახი, შლიკი, ნედელევი, მორიტცი (მაინცი); გლადბახში არავინ.

მსაჯი: ფრიტცი

8 მარტი

კიოლნი-აინტრახტი

ტრავმა: ვალენჰორნი, გერჰარდტი, მატუშიკი, ჰელმესი (კიოლნი); ჯაკპა, იგნიოვსკი, ვალდშმიდტი, კინსომბი (აინტრახტი)

მსაჯი: კირხერი

პადერბორნი-ლევერკუზენი

ტრავმა: ბიურხერტი, ბერტელსი, ველკერი (პადერბორნი); იედვაი, ლარს ბენდერი (ლევერკუზენი)

მსაჯი: შიბერტი

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094123