ფეხბურთი

20:15 | 7.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა პსჟ-ს შეუთანხმდა

Le 10 Sport-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა კარიერას “პარი სერ ჟერმენში”გააგრძელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე შეუთანხმდა პარიზელებს კონტრაქტის დეტალებზე.

21 წლის პოგბა ფრანგებისგან წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. თუ რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს პოლი ახალ გუნდთან, ჯერჯერობით უცნობია.

პოგბასადმი ინტერესს მანჩესტერული კლუბები “სიტი”, “იუნაიტედი”, მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონაც” იჩენენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094721