ორკვირიანი პაუზის შემდგომ იტალიის სერია A განახლდა. XXIX ტურის უკლებლივ 10-ვე მატჩი ერთ დღეს გაიმართა. ამ ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი გუნდების ვინაობა უფრო გამოიკვეთა, ჩემპიონატის ლიდერმა კი ისევ გაიმარჯვა.
ზედიზედ 7 გამარჯვება! რომის “ლაციო” აღარ ხუმრობს და სულაც არ იქნება გასაკვირი თუ გაისად უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რომაულ გუნდს 8 წლიანი პაუზის შემდგომ ისევ ვიხილავთ. სტეფანო პიოლის გუნდმა მორიგი სამი ქულა კუნძულ სარდინიაზე, “კალიარისთან” მატჩში მოიპოვა. კვლავ გაიტანა ვეტერანმა მიროსლავ კლოზემ, ვინაც ანგარიშის გახსნა სტეფანო მაურის დიდოსტატური მოქმედების შემდეგ მოახერხა. ზდენეკ ზემანის გუნდმა, რომელიც უკვე გავარდნასთან ახლოსაა, გათანაბრება მარკო საუს ეფექტური გოლით შეძლო, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ჯერ, ლუკას ბილიამ პენალტით, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე მარკო პაროლომ “არწივებს” 3:1 მოაგებინეს და მესამე პოზიცია კიდევ უფრო გაუმყარეს.
მორიგი ადვილი სამი ქულა მოიპოვა ჩემპიონატის ლიდერმა “იუვენტუსმა”. “ბებერმა ქალბატონმა” ამჯერად “ემპოლის” ორბურთიანი სხვაობით აჯობა. “იუვემ” თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა მეტოქეს. ანგარიში 43-ე წუთზე გაიხსნა. დანიელე რუგანიმ ლუიჯი სეპეს დაუბრუნა ბურთი, რომელიც ტოსკანელთა კიპერმა ხელში აიღო ხოლო მატჩის არბიტრმა თავისუფალი დარტყმა დანიშნა. სტანდარტი კი გოლად კარლოს ტევესმა აქცია, - 1:0. მეორე ნახევარიც პირველი ტაიმის ანალოგი გამოდგა, “იუვე” უპირატესობას ფლობდა. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპესირებულ მეოთხე წუთზე რობერტო პერეირამ დააფიქსირა, ვინაც მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა. “ემპოლის” რიგებში ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. “იუვენტუსი” მეორე ადგილოსან “რომას” კვლავ 14 ქულით უსწრებს.
ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო “რომამ”, რომელიც ალბათ გაისად ჩემპიონთა ლიგაზე უსათუოდ იასპარეზებს. რომაელებმა ამჯერად გამარჯვება უშუალო კონკურენტ “ნაპოლისთან” ირგუნეს. თავის მხრივ სამხრეთელებმა მდგომარეობა ერთმნიშვნელოვნად გაიუარესეს და მესამე ადგილს უკვე მთელი 8 ქულით დასცილდნენ. მატჩის ბედი კი 25-ე წუთზე მირალემ პიანიჩის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ხუან იტურბესა და ალესანდრო ფლორენცის კარგი თამაში ბოსნიელმა ერთი შეხებით დააგვირგვინა. ამის შემდეგ სრულ სათამაშო უპირატესობას რაფა ბენიტესის გუნდი ფლობდა და გოლის გატანასთან რამდენჯერმე ახლოს იყო, თუმცა მორგან დე სანკტისის გატეხვა მათ ვერ მოახერხეს. “რომა” თანაქალაქელ “ლაციოს” ისევ ერთი ქულით უსწრებს და მეორე პოზიციას ინარჩუნებს.
“რომას” მსგავსად მიჯრით მეორედ მოახერხა სამი ქულის აღება “მილანმა”. თუმცა ლომბარდიელებს მორიგი გამარჯვება დიდად ვერაფერში წაადგათ. ფილიპო ინძაგის გუნდმა სიცილიაზე ადგილობრივი “პალერმო” დაამარცხა. ანგარიში ალესიო ჩერჩიმ გახსნა. “ატლეტიკოს” ყოფილი შემტევი “როსონერიში” იანვარში ჩაირიცხა, თუმცა ეს გოლი მისთვის შავ-წითელთა რიგებში სადებიუტო აღმოჩნდა. მეორე ტაიმში პაულო დიბალამ პენალტით ერთი ხანობა წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად ამისა, 83-ე წუთზე მატჩის ბედი ჟერემი მენეზის ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა. ფრანგმა თავდამსხმელმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან წამოიღო და მეტოქის საჯარიმოში ეულად შესულმა ადვილად გაიტანა. გოლი მეტისმეტად ლამაზი გამოვიდა და მისი ნახვა ერთ რამედ ღირს. საბოლოოდ “მილანმა” ანგარიშით, - 2:1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ “როსონერიმ” გასვლით შეხვედრაში გამარჯვება 9 თამაშიანი პაუზის შემდგომ მოახერხა.
“მილანისგან” განსხვავებით მოგების გემო დაავიწყდა თანაქალაქელ “ინტერს”. “ნერაძურიმ” ამჯერად საკუთარ მოედანზე უმოტივაციო და გაკოტრებულ “პარმას” ვერაფერი დააკლო და მხოლოდ ფრეს დასჯერდა. ორივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა. თავდაპირველად მასპინძლები შორეული დარტყმით ფრედი გუარინმა დააწინაურა, ტაიმის ბოლოსწინა წუთზე კი ადიმ ლილამ თავური დარტყმით, როგორც შემდგომ გაირკვა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ექვსქულიანი შეხვედრა ადვილად მოიგო ფლორენციის “ფიორენტინამ”, რომელმაც საკუთარ კედლებში გენუის “სამპდორიას” ზედიზედ ოთხმატჩიანი მოგებების სერია შეუწყვიტა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ვინჩენცო მონტელას გუნდმა მეორე ტაიმში ორჯერ იხეირა. თავიდან ალესანდრო დიამანტიმ მახვილგონივრული, მოჭრილი დარტყმით გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ფლორენციელთა ეგვიპტელმა ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა გაიტანა. აფრიკელმა შემტევმა “სამპდორიას” ორ მცველს შორის ისე გაიარა, თითქოს მოედანზე მარტო ყოფილიყო და ემილიანო ვივიანოს ახლოდან გაუტანა. ამ გამარჯვების შემდეგ “იებმა” “სამპდორიას” და “ნაპოლის” გადაასწრეს. ახლა “ფიორენტინა” მეოთხე ადგილზეა, თუმცა მესამე ადგილოსან “ლაციოსთან” ჩამორჩენა ექვს ქულას შეადგენს.
ნამდვილი საფეხბურთო თრილერი გაიმართა სიყვარულის ქალაქში. “ვერონა” “ჩეზენას” 3:0-ს უგებდა, მაგრამ მატჩის ბოლო ოც წუთში ემილია-რომანიელებმა მცირე სასწაული შემოგვთავაზეს და სამივე გოლი გაქვითეს. მასპინძელთაგან ისევ შეუჩერებელი იყო 37 წლის ლუკა ტონი, რომელმაც ამჯერად დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში უკვე 15 გატანილი გოლი დაუგროვდა. “ჩეზენას” მხრიდან კი ერთმანეთზე მოხდენილი გოლები კარლოს კარბონერომ და ფრანკო ბრიენცამ გაიტანეს. დომენიკო დი კარლოს გუნდმა ხანგრძლივი პაუზის შემდგომ ბოლოსწინა საფეხურს თავი დააღწია, თუმცა გასავარდნ ზონაში ისევ რჩება.
გულშემატკივართა გაოცებას კვლავაც აგრძელებს მოკრძალებული “ტორინო”. ტურინელებმა ამჯერად ბერგამოს “ატალანტა” მისსავე მოედანზე დაამარცხეს. ბერგამოელებს უკვე 8 ტურია აღარ მოუგიათ და ნელ-ნელა გასავარდნ ზონას უახლოვდებიან. ტურინელებმა მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტეს. თავის გამოჩენა გუნდის საუკეთესო ბომბარდირებმა შეძლეს. ფაბიო კვალიარელამ შორი დისტანციიდან მე-11 გოლი შეაგდო. აი, ცენტრალური მცველი კამილ გლიკი შეუჩერებელია. პოლონელმა მეტოქეები უკვე მეშვიდედ დაამწუხრა. ასეთი მაჩვენებლი კი მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის ძალზე იშვიათობაა. ერთადერთი, რაც “ატალანტამ” შეძლო, ჩილელი მაურისიო პინილიას გოლი იყო, რომელიც მეტისმეტად ლამაზი გამოვიდა. პინილიამ მეტოქის კარში ბურთის მოთავსება ე.წ. მაკრატელა დარტყმით მოახერხა, თუმცა ამით თავისი გუნდი მარცხისაგან მაინც ვერ იხსნა.
“სასუოლომ” პრინციპულ მეტოქეს, ვერონას “კიევოს” საკუთარ კედლებში დომენიკო ბერარდის მიერ მატჩის 23-ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით აჯობა და არგავარდნის საკითხი ფაქტობრივად უკვე გადაწყვიტა.
ქულები გაიყვეს უმოტივაციო “ჯენოამ” და “უდინეზემ”. მასპინძლები პირველ ნახევარში სებასტიან დე მაიომ დააწინაურა. მეორე ტაიმში ამ გოლს ფრანგმა სირილ ტერომ უპასუხა და გუნდები ერთმანეთს მშვიდობიანად დასცილდნენ.
“რომა” – “ნაპოლი” 1:0 (1:0)
რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
მაყურებელი: 40.000
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი, ასტორი, მანოლასი, ჰოლებასი (იანგა-მბივა 70); ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი (პარედესი 68); ფლორენცი (იბარბო 79), ლიაიჩი, იტურბე
მწვრთნელი: რუდი გარსია
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; ლოპესი, ჟორჟინიო; კალეხონი (გაბიადინი 62), დე გუზმანი (ინსინიე 81), მერტენსი; იგუაინი (ძაპატა 77)
მწვრთნელი: რაფა ბენიტესი
გოლი: 1:0 პიანიჩი (25)
გაფრთხილება: დე როსი (11), ჰოლებასი (22), ფლორენცი (56), ტოროსიდისი (72) – ალბიოლი (32)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 12 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:5 გაფრთხილება: 4:1
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“ატალანტა” – “ტორინო” 1:2 (0:2)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
მაყურებელი: 14.000
“ატალანტა” (3-5-2): სპორტიელო; სტენდარდო, ბელინი (მაზიელო 50), ბიავა; ძაპაკოსტა (ბიანკი 62), კარმონა (დ’ალესანდრო 46), ჩიგარინი, მილიაჩო, დრამე; მორალესი, პინილია
მწვრთნელი: ედუარდო რეია
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ვივესი (ბაშა 82), გაცი, ელ კადური, მოლინარო (დარმიანი 60); მაქსი ლოპესი (ამაური 55), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 0:1 კვალიარელა (20), 0:2 გლიკი (39), 1:2 პინილია (74)
გაფრთხილება: კარმონა (45), მილიაჩო (58), მაზიელო (70) – პერესი (45), ამაური (65), გაცი (74), პადელი (87)
გაძევება: პინილია (90) – ბაშა (90)
სტატისტიკა –კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 11 (7) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 6:6 გაფრთხილება: 3:4 გაძევება: 1:1
მსაჯი: მარკო გუიდა
“კალიარი” – “ლაციო” 1:3 (0:1)
კალიარი, “სანტ ელია”
მაყურებელი: 10.000
“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო, როსეტინი, დიაკიტე, აველარი; ჟოაო პედრო, კრესეტიჯი, დესენა (ეკდალი 60); ფარიასი (კაპუანო 72), საუ (კოპი 79), მპოკუ
მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, ბრაიფიედი; პაროლო, ბილია, მაური (კატალდი 59); კანდრევა (კეიტა 60), კლოზე (ლულიჩი 81), ანდერსონი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 0:1 კლოზე (31), 1:1 საუ (50), 1:2 ბილია (61), 1:3 პაროლო (90)
გაფრთხილება: კრესეტიჯი (60), როსეტინი (63), მპოკუ (78), ბალცანო (90) – პაროლო (15), მაურისიო (22), ბასტა (54), კეიტა (86)
გაძევება: დიაკიტე (68)
სტატისტიკა – კარისკენ დარტმები: 8 (2) – 13 (10) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 3:1 გაფრთხილება: 4:4 გაძევება: 1:0
მსაჯი: ჯანლუკა როკი
“ჯენოა” – “უდინეზე” 1:1 (1:0)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 19.000
“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი (კუჩკა 74), ტინო კოსტა, რინკონი, ბერგდიხი; იაგო ფალკე (ლესტიენი 86), ბორიელო (ნიანგი 76), პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, ჰეტრო (ალანი 57), პირისი; ვიდმერი, გილერმე, პინცი, კონე (ბადუ 69), გაბრიელ სილვა; პერიკა (დი ნატალე 74), ტერო
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
გოლები: 1:0 დე მაიო (19), 1:1 ტერო (68)
გაფრთხილება: ტინო კოსტა (62), რინკონი (79) – პინცი (18), პირისი (44), გილერმე (49)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 15 (6) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:5 გაფრთხილება: 2:3
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
“ვერონა” – “ჩეზენა” 3:3 (2:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 19.000
“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; ბრივიო (ნიკო ლოპესი 83), მორასი, როდრიგესი, პიზანო; სალა, გრეკო, ჰალფრედსონი (ობადი 69); იანკოვიჩი, ტონი, გომესი (კამპანარო 83)
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; კაპელი, ლუკინი, კრაინჩი, პერიკო; ჯორჯი, დე ფეუდისი (კაშონე 37), პულძეტი (კარბონერო 59); ბრიენცა; ჯურიჩი (სუჩი 76), დეფრელი
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
გოლები: 1:0 ტონი (3), 2:0 გომესი (30), 3:0 ტონი (63), 3:1 კარბონერო (70), ბრიენცა (77), სუჩი (81)
გაფრთხილება: იანკოვიჩი (20), ჰალფრედსონი (26), როდრიგესი (76) – პულძეტი (32), კრაინჩი (50), სუჩი (80)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 20 (9) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:4 გაფრთხილება: 3:3
მსაჯი: დანიელე ორსატო
“ინტერი” – “პარმა” 1:1 (1:1)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 36.000
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, რანოკია, ფელიპე (პოდოლსკი 76), ჟუან ჟესუსი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი; შაქირი (ერნანესი 89); პუშკაში (კოვაჩიჩი 46), პალასიო
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“პარმა” (3-5-1-1): მირანტე; მენდესი, კოსტა, ფედალი; ხორკერა (კასანი 83), ლილა (გეძალი 46), მაური, ნოჩერინო, გობი; ვარელა; ბელფოდილი (კოდა 77)
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გოლები: 1:0 გუარინი (25), 1:1 ლილა (44)
გაფრთხილება: რანოკია (61), ფელიპე (73)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (5) – 14 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 5:2 გაფრთხილება: 2:0
მსაჯი: სებასტიანო პერუცო
“პალერმო” – “მილანი” 1:2 (0:1)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
მაყურებელი: 17.000
“პალერმო” (4-3-2-1): სორენტინო; რისპოლი, ვიტიელო, გონსალესი, ლაზაარი; ბარეტო (ჩოჩევი 54), რიგონი, იაიალო (ლა გუმინა 89); ვასკესი, ქუასონი (ბელოტი 58); დიბალა
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, პალეტა, მექსე, ანტონელი; ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა; ჩერჩი (სუსო 77), დესტრო (პაცინი 77), მენეზი (პოლი 90)
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
გოლები: 0:1 ჩერჩი (37), 1:1 დიბალა (72, პენ), 1:2 მენეზი (83)
გაფრთხილება: ვიტიელო (67), იაიალო (73) – აბატე (63), პალეტა (71), მექსე (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (3) – 11 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:6 გაფრთხილება: 2:3
მსაჯი: დანიელე დოვერი
“სასუოლო” – “კიევო” 1:0 (1:0)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 13.000
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო (ტაიდერი 81), აჩერბი, კანავარო, პელუზო; მისიროლი, ბიონდინი, ბრიგი; ბერარდი (ნატალი 73), ფლორო ფლორესი (ლონგი 62), ფლოკარი
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, ცეზარი, გამბერინი, ძუკანოვიჩი (ჰეტემაი 74); სკელოტო (პელისიერი 68), იცკო, რადოვანოვიჩი, ბირსა (ბოტა 65); პალოსკი, მეჯორინი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლი: 1:0 ბერარდი (23, პენ)
გაფრთხილება: პელუზო (38, 60), ბიონდინი (40), ვრსიალკო (48), მისიროლი (90) – გამბერინი (22), რადოვანოვიჩი (67)
გაძევება: პელუზო (60)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 15 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:8 გაფრთხილება: 5:2 გაძევება: 1:0
მსაჯი: ლუკა პაირეტო
“ფიორენტინა” – “სამპდორია” 2:0 (0:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
მაყურებელი: 31.000
“ფიორენტინა” (4-3-2-1): ნეტო; რიჩარდსი, როდრიგესი, ბასანტა, ალონსო; ბადეი, აკვილანი (ვარგასი 83), ბორხა ვალერო; სალაჰი (ლაძარი 90), დიამანტი (მატი ფერნადესი 76); გომესი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი (ვსჟოლეკი 74), სილვესტრე, რომანიოლი (მუნიოსი 84), რეჯინი; ობიანგი, პალომბო, სორიანო (ბერგესიო 67); ედერი, მურიელი, ეტო’ო
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 1:0 დიამანტი (62), 2:0 სალაჰი (64)
გაფრთხილება: როდრიგესი (11), დიამანტი (44) – რეჯინი (69)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (6) – 8 (0) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:3 გაფრთხილება: 2:1
მსაჯი: ლუკა ბანტი
“იუვენტუსი” – “ემპოლი” 2:0 (1:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 38.000
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა; ლიხშტაინერი, ვიდალი (პეპე 86), სტურარო (პერეირა 78), პადოინი, ევრა; ტევესი, ლორენტე (მორატა 67)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, ბარბა, რუგანი, მარიო რუი; კროჩე (ზიელინსკი 74), ვალდიფიორი, ვესინო; საპონარა; მაკარონე (მჭედლიძე 73), პუჩიარელი (ვერდი 78)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 1:0 ტევესი (43), 2:0 პერეირა (90)
გაფრთხილება: ტევესი (48), ბარძალი (90) – მარიო რუი (66), საპონარა (79)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 11 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 6:4 გაფრთხილება: 2:2
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 17 გოლი, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 15, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 13, ფაბიო კვალიარელა (“ტორინო”) – 11.