იტალიის სერია A-ს XXIV ტურის გადადებული მატჩი გაიმართა პარმაში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა “უდინეზე” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
“პარმას”, რომელიც გაკოტრებულია და ელიტაში დარჩენის შანსები თითქმის გადაწურული აქვს, “უდინეზეს” ძლევა მაინც მოახერხა. მატჩის ერთადერთი გოლი მასპინძელთა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა სილვესტრე ვარელამ გაიტანა, რომელიც საჯარიმოში აწვიდიდა, მაგრამ საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ბურთი სტუმართა კარში აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ პარმეზანულმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება 6 იანვრის შემდეგ მოახერხა, როცა “მერძევეებმა” ფლორენციის “ფიორენტინას” აჯობეს. მას მერე კი 10 ტური მოგების გარეშე ასპარეზობდა.
“პარმა” – “უდინეზე” 1:0 (0:0)
პარმა, “ენიო ტარდინი”
მაყურებელი: 12.000
“პარმა” (3-5-2): მირანტე; სანტაკროჩე, კოსტა (მენდესი 49), ფედალი; კასანი, მაური (გობი 75), ლოდი, ნოჩერინო, ვარელა; გეძალი, კოდა (ბელფოდილი 75)
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“უდინეზე” (3-4-2-1): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ბუბნჯიჩი (ალანი 46); ვიდმერი, გილერმე, ბადუ, ბრუნო ფერნანდესი (გეიხო 78), პასკუალე; აგირე (ტერო 46), დი ნატალე
მწვრთელი: ანდრეა სტრამაჩონი
გოლი: 1:0 ვარელა (70)
გაფრთხილება: მაური (22), ვარელა (55) – ვაგუე (11)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 7 (1) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:4 გაფრთხილება: 2:1
მსაჯი: ანჯელო ჩერველერა