ვლადიმერ დვალიშვილმა, რომელსაც 20 აპრილს 29 წელი შეუსრულდა, დანიის “ოდენსეს” დუბლშემადგენლობაში ითამაშა.
“ოდენსეს” სარეზერვო გუნდმა სტუმრად “ლუნგბიუსთან” 0:1 წააგო და სასტარტო შემადგენლობაში მყოფი დვალიშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
დანიის სუპერლიგის 25-ე ტურში, რომელიც 19 აპრილს ჩატარდა, “ოდენსემ” შინ “სონდერისკეს” ვერ მოუგო - 0:0. დვალიშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.