შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი კლუბის ვინაობა გაირკვა, რომელიც ლა ლიგას დატოვებს და გაისად ლიგა ადელანტეში ითამაშებს.
“კორდობამ”, რომელმაც შინ მორიგი შეხვედრა დათმო “ბილბაოსთან”, ელიტაში დასარჩენად უკანასკნელი შანსი გაუშვა ხელიდან და მომდევნო სეზონში მისთვის ჩვეულ ადგილს დაუბრუნდება.
ანდალუსიელებმა პირველ წრე ნორმალურად ჩაატარეს და 18 ქულით გასავარდნ ზონაზე ოდნავ მაღლა იმყოფებოდნენ, თუმცა მეორე ნახევარში “ხალიფები” კატასტროფულად გამოიყურებიან – 14 მატჩში, 2 ქულა, რომელიც “დეპორტივოსთან” (1:1) და “ვილიარეალთან” (0:0) საგარეო მატჩებში მოიპოვეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა, ბენიატ ეჩებერიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა და ხუან კარლოსი უშანსოდ დატოვა.
“კორდობა” 20 ქულით ამავე პოზიციაზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე სამშვიდობო ზონას 8 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება “ბილბაოს”, ბასკებმა 46 ქულა დააგროვეს და მე-8 საფეხურზე იმყოფებიან.
კორდობა – ბილბაო 0:1 (0:0)
კორდობა, “ნუევო არკანხელი”
კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, დეივიდი, კრესპო, ედიმარი, პანტიჩი, აბელი (ვიკო 61), კრინი, კარტაბია (ჰელდონი 71), ფიდელი (ფ.როსი 80), ბებე, ანდონე.
მწვრთნელი: სერხიო რომერა
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, აუტენეჩე, დე მარკოსი, სან ხოსე, ბენიატი, აკეჩე (მ.რიკო 70), იბაი (გურპეგი 78), უილიამსი (ვიგუერა 87), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლი: ბენიატი 56.
გაფრთხილებები: ანდონე, ვიკო – უილიამსი, ეჩიტა, სან ხოსე
მსაჯი: ხოსე ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 22(2)-15(5), ჯარიმა: 13-19, კუთხური: 9-5, თამაშგარე: 1-4, სეივი: 4-2