ფეხბურთი

14:57 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” ეროვნული ლიცენზია მიიღო

საფეხბურთო კლუბმა თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” 2015-2016 წლების სეზონისთვის ეროვნული ლიცენზია მიიღო.

“ვიტ ჯორჯიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, თბილისელებმა დააკმაყოფილეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის 5 კრიტერიუმი: საკადრო-ადმინისტრაციული, ფინანსური, სპორტული, სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული.

ლიცენზირების კომიტეტის სხდომას “ვიტ ჯორჯიადან”ლიცენზირების მენეჯერი მერაბ დალაქიშვილი, მისი თანაშემწე ალექსანდრე ფხაკაძე და კლუბის ფინანსისტი თეა ნაჭყებია დაესწრნენ.

0.102729