ფეხბურთი

19:35 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ემპოლიმ” სერია A-ში ადგილი დაიბევა

იტალიის სერია A-ს XXIV ტური დღეს, “ტორინოსა” და “ემპოლის” მატჩით დასრულდა. მასპინძლებს ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი აქვთ და ამ შეხვედრაში მხოლოდ სამი ქულის მოპოვებას გეგმავდნენ. თავის მხრივ “ემპოლის” სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად ერთი ქულის აღება სჭირდებოდა.

საბოლოოდ, საწადელს სტუმრებმა მიაღწიეს, რომლებმაც ტურინიდან არათუ სასურველი ქულა, არამედ სამი ქულა წაიღეს. მატჩის ბედი მესამე წუთზე გადაწყდა, თანაც მეტად კურიოზული გოლით – “ტორინოს” მცველმა ემილიანო მორეტიმ ბურთი საკუთარ მეკარე დანიელე პადელის დაუბრუნა, ვინაც იმის მაგივრად, რომ ბურთი მოედნის ცენტრისკენ დაერტყა, არც მეტი, არც ნაკლები საკუთარ ბადეში გაახვია. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ 87 წუთში გუნდებს მომენტები მრავლად შეექმნათ, გოლი აღარ გასულა და “ემპოლიმ” ელიტაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა. სტუმართა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე კი მოედანზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვიხილეთ. მაურიციო სარიმ მას შეხვედრის ბოლო 15 წუთი დაუთმო.

“ტორინო” – “ემპოლი” 0:1 (0:1)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 16.000

“ტორინო” ((3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, მორეტი, გლიკი; დარმიანი, გონსალესი, გაცი, ელ კადური (ფარნერუდი 77), მოლინარო (პერესი 55); მარტინესი (მაქსი ლოპესი 57), კვალიარელა

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, ბარბა, რუგანი, მარიო რუი; ვესინო (სინიორელი 71), ვალდიფიორი, ზიელინსკი (კროჩე 64); საპონარა; მაკარონე (მჭედლიძე 75), პუჩიარელი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 0:1 პადელი (3, ა.გ)

გაფრთხილება: გლიკი (59), გონსალესი (66), პერესი (90) – მარიო რუი (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (5) – 18 (8) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 5:6 გაფრთხილება: 3:1

მსაჯი: დინო ტომაზი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 20 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 18, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 18, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 16.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172258