იტალიის სერია A-ში XXXVI ტურის მორიგი 5 მატჩი გაიმართა. დომენიკო ბერარდიმ შარშანდელის მსგავსად “მილანს” ლამის მარტომ მოუგო. ქვედა ლიგაში გავარდნილ “ჩეზენასა” და “პარმას” კი ახლა უკვე “კალიარიც” შეუერთდა.
მორიგი მატჩი წააგო “მილანმა”. ფილიპო ინძაგის შეგირდთაგან ეს ამბავი ახალი კარგა ხანია აღარაა. ამჯერად “როსონერი” რეჯიო ემილიაში “სასუოლოსთან” დამარცხდა. მატჩის გმირი კი მასპინძელთა ახალგაზრდა ფოვრარდი დომენიკო ბერარდი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში იმავე გუნდთა მატჩი “სასუოლომ” 4:3 მოიგო და მაშინ ოთხივე გოლი ბერარდიმ გაიტანა. ამჯერზე იგი სამ გოლს დასჯერდა. მილანელთაგან თავის გამოჩენა ჯაკომო ბონავენტურამ და ბრაზილიელმა ალექსმა შეძლეს. თუმცა საკუთარი გუნდი მარცხისაგან მაინც ვერ იხსნეს.
მომავალი სეზონიდან სერია ბ-ში ითამაშებს სარდინიული “კალიარი”. კუნძულელებმა საკუთარ მოედანზე “პალერმოსთან” წააგეს. სიცილიელებს მათთვის არაფრის მომცემი სამი ქულა ფრანკო ვასკესის გოლმა მოუტანა.
მიუხედავად მარცხისა ელიტაში ადგილი ოფიციალურად დაიბევა ბერგამოს “ატალანტამ”. “ნერაძური” “ატლეტი აძურიზე” ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლ “ჯენოასთან” 1:4 განადგურდა. სტუმართა მხრიდან ისევ გამოირჩა ესპანელი შემტევი იაგო ფალკე, რომელმაც ამჯერად დუბლის გახერხება შეძლო.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ჯამპიერო ვენტურას დამოძღვრილმა “ტორინომ”. ტურინელებმა ვერონას “კიევოსთან” დიდი სათამაშო უპირატესობა მეორე ტაიმში გატანილ ორ გოლში ასახეს. “ტორინოს” მხრიდან დუბლით არგენტინელი მაქსი ლოპესი გამოირჩა, რომელიც იანვრამდე სწორედ “კიევოს” ღირსებას იცავდა.
“ჰელას ვერონამ” კი “მარკ ანტონიო ბენტეგოდიზე” “ემპოლი” 2:1 დაამარცხა. არადა, რიკარდო საპონარამ მატჩის დასაწყისშივე ტოსკანელები დააწინაურა. ევანგელის მორასმა და იაკოპო სალამ სამი ქულა “ვერონას” არგუნეს. სტუმართა ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მოედანზე მასიმო მაკარონეს ნაცვლად 72-ე წუთზე გამოვიდა, თუმცა თავის გამოჩენა წინა ტურისგან განსხვავებით ვეღარ მოახერხა.
XXXVI ტურში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება – ოდნავ მოგვიანებით “რომა” “უდინეზეს” უმასპინძლებს.
“სასუოლო” – “მილანი” 3:2 (2:1)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 13.727
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ფონტანესი (მანიანელი 74), აჩერბი, კანავარო, პელუზო; მისიროლი, ბიონდინი, ტაიდერი (ბრიგი 61); ბერარდი, ძაძა, სანსონე (ფლორო ფლორესი 70)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე (სუსო 46), ბონერა, პალეტა, ალექსი; პოლი, ვან გინკელი, დე იონგი; ჰონდა (ელ შაარავი 78), დესტრო (პაცინი 68), ბონავენტურა
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
გოლები: 1:0 ბერარდი (14), 2:0 ბერარდი (31), 2:1 ბონავენტურა (33), 2:2 ალექსი (51), 3:2 ბერარდი (78)
გაფრთხილება: მისიროლი (45), კონსილი (72) – ბონავენტურა (16, 57)), ბონერა (40), ჰონდა (72), ელ შაარავი (84), პალეტა (86)
გაძევება: ბონავენტურა (57), სუსო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 14 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 9:3 გაფრთხილება: 2:6 გაძევება: 0:2
მსაჯი: მარკო გუიდა
“ატალანტა” – “ჯენოა” 1:4 (1:1)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 14.000
“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; ბელინი, კერუბინი (ბენალუანე 75), დრამე; მილიაჩო, ჩიგარინი (მორალესი 60), კარმონა; დ’ალესანდრო (ბიანკი 66), პინილია, გომესი
მწვრთნელი: ედუარდო რეია
“ჯენოა” (4-3-3): პერინი; ედენილსონი, ბურდისო, რონკალია, იცო; რინკონი, კუჩკა, ბერტოლაჩი (მანდრაგონა 84); ლესტიენი (ბერგდიხი 67), პავოლეტი, იაგო ფალკე (ტამბე 87)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 1:0 პინილია (18, პენ), 1:1 პავოლეტი (30), 1:2 ბერტოლაჩი (57), 1:3 იაგო ფალკე (61), 1:4 იაგო ფალკე (73)
გაფრთხილება: მილიაჩო (53), კარმონა (70), პინილია (85) – იცო (48)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 13 (8) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 9:7 გაფრთხილება: 3:1
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“კალიარი” – “პალერმო” 0:1 (0:1)
კალიარი, “სანტ ელია”
მაყურებელი: 11.000
“კალიარი” (4-3-1-2): ბრკიჩი; ბალცანო (ლონგო 84), როსეტინი, დიაკიტე, აველარი; დესენა, ეკდალი, დონსა (ჟოაო პედრო 46); მპოკუ (საუ 64), ფარიასი, კოპი
მწვრთნელი: ჯანლუკა ფესტა
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, ანდელკოვიჩი, გონსალესი; დაპრელა, იაიალო (მარესკა 88), ჩოჩიევი, რიგონი (დელა როკა 67), ქუაისონი (ბენტივენია 90); ვასკესი, დიბალა
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
გოლი: 0:1 ვასკესი (9)
გაფრთხილება: ბალცანო (56), ეკდალი (80), დიაკიტე (81) - რიგონი (6), ჩოჩიევი (13), გონსალესი (81)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 15 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:3 გაფრთხილება: 3:3
მსაჯი: ანჯელო ჩერველერა
“ვერონა” – “ემპოლი” 2:1 (1:1)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 18.5888
“ვერონა” (4-4-2): რაფაელი; პიზანო, მარკესი, მორასი, აგოსტინი; ობადი, ჰალფრედსონი (ლაზაროსი 83), გრეკო, სალა (მარკესი 90); ტონი, გომესი (ფერნანდინიო 38)
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
“ემპოლი” (4-3-1-2): ბასი; ლაურინი, ბარბა, რუგანი, ჰისაი; ვესინო (კროჩე 57), ვალდიფიორი, ზიელინსკი (ვერდი 78); საპონარა; მაკარონე (მჭედლიძე 72), პუჩიარელი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 საპონარა (6), 1:1 მორასი (24), 2:1 სალა (68)
გაფრთხილება: ფერნანდინიო (66) – კროჩე (83), ვერდი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 16 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:3 გაფრთხილება: 1:2
მსაჯი: ფედერიკო ლა პენა
“ტორინო” – “კიევო” 2:0 (0:0)
ტურინი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 15.000
“ტორინო” (3-5-2): პადელი; იანსონი (გლიკი 68), სილვა (მოლინარო 72), მორეტი; მაკსიმოვიჩი, ვივესი, გაცი, ელ კადური (ბენასი 85), დარმიანი; მაქსი ლოპესი, მარტინესი
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“კიევო” (4-4-2): ბარდი; ფრეი, გამბერინი, ცეზარი, ბირაგი; ბირსა (ბოტა 57), რადოვანოვიჩი, იცკო, კრისტიანსენი (პელისიერი 76); პალოსკი, მეჯორინი (ფეტფატძიდისი 65)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლები: 1:0 მაქსი ლოპესი (51), 2:0 მაქსი ლოპესი (69)
გაფრთხილება: მაკსიმოვიჩი (18), სილვა (45), მორეტი (53)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (8) – 5 (1) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:1 გაფრთხილება: 3:0
მსაჯი: ჯანლუკა როკი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 20 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 19, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 19, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 16.