ფეხბურთი

16:13 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “ფეხბურთში რაიმეს წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია”

ჩეხეთის სინოტ ლიგის განვლილ ტურში “დუკლას” კარში გატანილი მეტად ლამაზი გოლის ავტორმა, პრაღის “სლავიას” შემტევმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ ინტერნეტპორტალ fotbal.idnes.cz-თან აღნიშნა, რომ ფეხბურთში წინასწარ რაიმეს განსაზღვრა შეუძლებელია.

“ბურთიანად წინ სწრაფად დავიძარი. ამის შემდეგ დავინახე, რომ მეკარე ცოტა წინ გამოვიდა და დავარტყი. ძალიან კარგი გოლი გამოვიდა. კარგი გუნდი გვყავს. გაზაფხულზე ჩემპიონატის განახლების წინ გვეიმედებოდა, რომ მეოთხე ან მეხუთე ადგილისთვის ვიბრძოლებდით. თუმცა, ფეხბურთში რაიმეს წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ახლა, მეცამეტე ან მეთოთხმეტე ადგილზე თუ გავალთ” – თქვა ყენიამ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.160403