ფეხბურთი

1:00 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” “ტორინო” უშანსოდ დაამარცხა

იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის ბოლოსწინა მატჩი “სან სიროზე” გაიმართა და “მილანმა” “ტორინო” 3:0 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრა არცერთი გუნდისთვის გადამწყვეტი არ გახლდათ, რადგან როგორც “როსონერიმ”, ასევე ტურინელებმა ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი დაკარგეს.

შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე კრისტიან ძაკარდოს გადაცემის შემდეგ სტეფან ელ შაარავიმ გახსნა. იტალიელმა საჯარიმოში ბურთი მიიღო, დაამუშავა და დანიელე პადელის შანსი არ დაუტოვა.

42-ე წუთზე “როსონერი” კაცნაკლული დარჩა. კრისტიან მოლინარო მეკარესთან პირისპირ დარჩებოდა რომ არა ძაკარდოს ხისტი თამაში. მთავარმა არბიტრმა კი იტალიელი მოედნიდან მიაბრძანა.

მეორე ტაიმში “ტორინო” “მილანს” გაუთანაბრდა, არა ანგარიშით, არამედ წითელი ბარათით. მარკო ვან გინკელი საჯარიმოში პირველი გაძევების მთავარმა მონაწილემ მოლინარომ წააქცია, პაოლო ვალერიმ კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი ზუსტად პაცინიმ შეასრულა – 2:0. იტალიელმა სერია ა-ში მე-100 გოლი გაიტანა, გოლი მაისურის გახდით აღნიშნა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

65-ე წუთზე ელ შაარავიმ ვან გინკელის გადაცემით დუბლი შეასრულა, სამ წუთში კი მის ნაცვლად მოედანზე კრისტიან ზაპატა შევიდა.

საბოლოოდ “როსონერიმ” 3:0 იმარჯვა და უარყოფითი ბალანსი აღმოფხვრა. 37 მატჩში მილანელებმა 13 ფრედ დაასრულეს, ხოლო 12-12 მატჩი მოიგეს და წააგეს. მომდევნო შეხვედრაში ინძაგის შეგირდები სტუმრად “ატალანტას” დაუპირისპირდებიან, ხოლო ტურინელები შინ ურთიერთობას ჩემპიონატიდან გავარდნილ “ჩეზენასთან” გაარკვევენ.

24 მაისი. მილანი. “სან სირო”

მილანი: აბიატი, ბოჩეტი, პალეტა, ალექსი (მექსესი 46), ძაკარდო, ვან გინკელი, დე იონგი, პოლი (მასტალი 76), ელ შაარავი (ზაპატა 68), პაცინი, ჰონდა.

მთავარი მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

ტორინო: პადელი, დარმიანი, გლიკი, მორეტი, პერესი, ვივესი (ბენასი 55), გაცი (ბაშა 66), ელ კადოური, მოლინარო, ამაური, მარტინესი (როსო 71).

მთავარი მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

გოლები: 1:0 ელ შაარავი (18), 2:0 პაცინი (57), ელ შაარავი (65).

გაფრთხილებები: ჰონდა (11), გაცი (40), პოლი (45), მორეტი (51) პაცინი (58), ვან გინკელი (77).

გაძევება: ძაკარდო (42), მოლინარო (56).

მსაჯი: პაოლო ვალერი

ბურთის ფლობა: 54%-46% დარტყმა: 15(5)-12(3) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 3-2 სეივი: 3-2 ჯარიმა: 9-18.

0.15925