გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა.
“კლივლენდი” “ატლანტას” მატჩი მეტად მოულოდნელად დაიწყო. ლებრონ ჯეიმსმა პირველი ათი სროლიდან ვერც ერთი ჩააგდო, რაც “მეფესთვის” ანტირეკორდია. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩის ბოლო წამებზე ანგარიში 104:104 იყო. ბურთი “ქორების” გამთამაშებელს ჯეფ ტიგს ჰქონდა, რომელმაც მატჩის მოსაგებად სამქულიანი გაუშვა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა და შეხვედრაში დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა. ოვერტაიმში “ქორები” 111:109 იგებდნენ, თუმცა ლებრონ ჯეიმსმა ჯერ სამქულიანი, ხოლო შემდეგ ორქულიანი ჩააგდო და გუნდი 3 ქულით წინ გაიყვანა. ბოლო წამებზე “ქორებმა” სამქულიანი ესროლეს, მაგრამ კალათმა ბურთი არ მიიღო. საბოლოოდ “კავალერიამ” 114:111 მოიგო და სერიაში 3:0 დაწინაურდა.
მატჩში საუკეთესო უდავოდ ლებრონ ჯეიმსი გახდათ, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა (37 ქულა, 18 მოხსნა, 13 პასი, 3 ჩ.). ჯორჯიელებში 30 ქულით ჯეფ ტიგი გამოირჩა. სერიის მეოთხე შეხვედრა 27 მაისს ისევ კლივლენდში გაიმართება.
“კლივლენდ კავალიერსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 114:111 (21:24, 27:25, 33:27, 23:28, ო.ტ. 10:7)
“კლივლენდი”: ჯეიმსი (37 ქ. 18 მ. 13 პ. 3 ჩ.),სმიტი (17 ქ. 10 მ.), დელავედოვა (17 ქ.), შამპერტი (15 ქ. 7 მ.), ტომპსონი (10 ქ. 7 მ.), ჯონსი (9 ქ.), მოზგოვი (9 ქ.)
“ატლანტა”: ტიგი (30 ქ. 7 პ. 6 მ.), მილსაპი (22 ქ. 9 მ.), ჰორფორდი (14 ქ.), ბაზერმორი (14 ქ. 7 მ.), მაკი (13 ქ.), ქეროლი (10 ქ.), სკოტი (8 ქ. 9 მ.)
https://www.youtube.com/watch?v=kF_0PXuXpsY
სერიაში ანგარიში 3:0