ლონდონის “არსენალი” უელსური “სუონსის” ნახევარმცველს კი სუნგ-იონგს აკვირდება – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “მეთოფეები” სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის შეძენას იმ შემთხვევაში ეცდებიან, თუ “საუთჰემპტონის” ნახევარმცველის მორგან შნეიდერლენის დამატებას ვერ მოახერხებენ.
კიმ დასრულებულ პრემიერლიგაში 33 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.