ფეხბურთი

14:20 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონი” გაძლიერებას გეგმავს

“მანჩესტერ სიტის” საკუთრებაში მყოფი ფორვარდის ჯონ გუიდეტის შეძენა “ლიონს” სურს – იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.

23 წლის ფორვარდმა განვლილი სეზონი გლაზგოს “სელტიკში” ჩაატარა იჯარის წესით და საკმაოდ კარგი შტაბეჭდილება დატოვა (35 მატჩში, 15 გოლი და 12 საგოლე გადაცემა). გუიდეტს “სიტისთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, ახალ კლუბს უსასყიდლოდ შეუერთდება.

შვედი ფეხბურთელის გარდა, “ლიონის” ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს “კაენის” 19 წლის ნახევარმცველთან ტომას ლემართან, რომელმაც დასრულებულ ლიგა 1-ში 25 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.209635