ფეხბურთი

19:41 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალია ნორვეგიას რომში დაუხვდება

იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ნორვეგიის წინააღმდეგ ქვეყნის დედაქალაქ რომში ჩაატარებს. მატჩი მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გაიმართება.

ბოლოს "სკუადრა აძურამ" "სტადიო ოლიმპიკოზე" 2013 წლის 14 აგვისტოს არგენტინელთა წინააღმდეგ ამხანაგურად ითამაშა და 1:2 დამარცხდა. სულ კი ჯამში რომში 57-ჯერ უთამაშია. აქედან 33 მასპინძლებმა მოიგეს, 17 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 7 შემთხვევაში იტალია დამარცხდა.

მომდევნო მატჩებიდან იტალიელები 3 სექტემბერს ფლორენციაში მალტას, ხოლო 6 სექტემბერს პალერმოში ბულგარეთს უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.125526