ფეხბურთი

15:04 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სკუადრა აძურამ” რეკორდი გაიმეორა

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატიის წინააღმდეგ ევროშესარჩევის მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა. “სკუადრა აძურას” ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 26-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამ მაჩვენებლით ჩეხეთის (1995-2006) და საბჭოთა კავშირი/რუსეთის (1986-1995) რეკორდი გაიმეორა.

იტალია ევროშესარჩევში ბოლოს 2006 წელს საფრანგეთის ნაკრებთან 1:3 დამარცხდა. აღნიშნული 26 შეხვედრიდან “სკუადრა აძურამ” 20 მოიგო, ხოლო 6 მატჩი ფრედ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097433