“პორტოს” 25 წლის ალჟირელმა ნახევარმცველმა იასინ ბრაჰიმმა მომავალი სეზონიდან კარიერა შესაძლოა პსჟ-ში განაგრძოს. პარიზული კლუბი მზადა ალჟირელში 27 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას A bola ავრცელებს. წყროს ცნობით, ბრაჰიმის გადაბირებით “მილანი და “სიტიც” არიან დაინტერესებულები.
განვლილ სეზონში ბრაჰიმმა პორტუგალიის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.