ფეხბურთი

1:51 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” ცხრიანი კვლავ ტორესი იქნება

მადრიდის “ატლეტიკოს” ცოცხალი ლეგენდა ფერნანდო ტორესი მშობლიური კლუბის რიგებში კვლავ ცხრა ნომრიანი მაისურით იასპარეზებს – იტყობინება “როხიბლანკოს” ოფიციალური ვებგვერდი.

ფერნანდო, რომელიც მადრიდულ კლუბს იანვარში დაუბრუნდა, 19 ნომრიანი მაისურით თამაშობდა. მარიო მანძუკიჩის წასვლის შემდგომ კი, საყვარელი ნომერი დაიბრუნა და რვა წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ “როხიბლანკოს” ცხრიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტორესი “ატლეტიკოში” 2000-2007 წლებში თამაშობდა და 244 მატჩში 91 გოლის გატანა მოახერხა. მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ, “ელ ნინიომ” 26 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094133