ფეხბურთი

11:50 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერუმ მესამე ადგილი დაისაკუთრა (+VIDEO)

კოპა ამერიკის ბრინჯაოს მედლის მფლობელი პერუს ეროვნული ნაკრები გახდა. რიკარდო გარეკას შეგირდებმა პარაგვაი 2:0 დაამარცხეს და საპატიო მესამე ადგილზე გავიდნენ.

როგორც აღმოჩნდა პარაგვაი არგენტინასთან განცდილი მარცხის (1:6) შემდეგ კვლავ შოკში იყო და ვერც მესამე ადგილზე ვერ გავიდა. რამონ დიასის შეგირდები კარილიომ 48-ე წუთზე, ხოლო გერერომ 89-ე წუთზე დაამწუხრეს (VIDEO).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პაულო გერერო დაასახელეს.

პერუს ეროვნული გუნდი უკვე მეორეჯერ შეწვდა ბრინჯაოს მედალს, 2011 წელს არგენტინაში გამართულ ტურნირზე პერუმ ვენესუელა 4:1 დაამარცხა.

0.094241