კალათბურთი

12:15 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიასთან მოგება ბოლო წუთზე დათმო

ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში წარუმატებელი სტარტის შემდეგ, საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი მატჩი პორტუგალიის ნაკრებთან ჩაატარა.

ქართველები დასავლეთ ევროპელებს თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ამარცხებდნენ და საბოლოო წარმატებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა მაინც დამარცხდნენ.

40 წუთს მიმდინარე მატჩის 31 წუთი ქართველები ლიდერობდნენ. საქართველოს სასარგებლოდ მაქსიმალურმა სხვაობამ 8 ქულა შეადგინა, თუმცა ჩვენებმა ლიდერობა გადამწყვეტ ეპიზოდში ვერ შეინარჩუნეს.

მესამე პერიოდის 8:13 წაგების შემდეგ, ქართველები 1 ქულით ჩამორჩნენ, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში ლიდერობას მაინც დაეპატრონნენ – 47:44.

ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, რომელიც უკეთესად პორტუგალიელებმა ჩაატარეს და საბოლოოდ, 2 ქულის სხვაობით – 57:55 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში 16 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო ნუგზარ აბულაძე იყო, ხოლო 11-11 ქულა ლევან მასხულიამ და გიორგი ტურძილაძემ მოაგროვეს.

ჩვენს ჯგუფში 2 მოგებით მონტენეგრო ლიდერობს, ხოლო მომდევნო ადგილებზე თითო მოგებ-წაგებით ლუქსემბურგი და პორტუგალია არიან განთავსებულნი. მოგების არმქონე საქართველო და კოსოვო ბოლო ადგილებს იკავებენ.

დღეს, 12 ივლისს, საქართველოს ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდება.

ევროპის U20 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სეკეშფეხერვარი. უნგრეთი. 11 ივლისი

პორტუგალია 57:55 საქართველო (18:21, 13:14, 13:8, 13:12)

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099185