ფეხბურთი

14:42 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ყველა დროის ტოპ გუნდი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის სერია A-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში გულშემატკივართა შორის გამოკითხვა მიმდინარეობდა. ქომაგებს თავისი მოსაზრებით, კალჩოს მთავარი ლიგის ყველა დროის საუკეთესო გუნდი იმ ფეხბურთელებიდან უნდა შეედგინათ, რომელთაც თავის დროზე ამ ჩემპიონატში უთამაშიათ ან ახლა თამაშობენ.

საბოლოოდ, გულშემატკივართა აზრით, სერია A-ს დაარსების დღიდან დღემდე საუკეთესო 11-ეული შემდეგნაირია:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი

მცველები: ალესანდრო ნესტა, ფაბიო კანავარო, ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი

ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი, ანდრეა პირლო, მიშელ პლატინი

თავდამსხმელები: დიეგო მარადონა, რონალდო, რობერტო ბაჯო

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167447