საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში თამაში მე-11 ადგილზე დაასრულა. უნგრულ სეკეშფეჰერვარში გამართულ ტურნირზე დავით უსტიაშვილის შეგირდებმა ბოლო მატჩი სომხეთთან გამართეს და 88:78 იმარჯვეს.
ქართველმა კალათბურთელებმა პირველი მეოთხედი 15:25 დათმეს, შემდეგ კი, მობილიზება მოახერხეს და გამარჯვება იზეიმეს. გამარჯვებულთა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლევან მასხულია იყო, ლუკა ზაქრაძემ 17 ქულა ჩააგდო, ნუგზარ აბულაძემ კი 15 ქულა მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა 20-წლამდელებმა ჩემპიონატი ზედიზედ 4 მარცხით გახსნეს (75:98 – ლუქსემბურგთან, 55:57 – პორტუგალიასთან, 65:77 – კოსოვოსთან, 59:100 – ჩერნოგორიასთან), რასაც 3 გამარჯვება მიაყოლეს (91:67 – ავსტრიასთან, 94:74 – რუმინეთთან, 88:78 - სომხეთთან).