თბილისი 2015 ევროპის ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ჩვენმა თანამემამულემ ესტონელ ემილია კანერვას იუკოთო სძლია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლაში ლიპარტელიანი პოლონელ დაბროვსკას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, 52 კგ კატეგორიაში ფინალში მზია ბებოშვილი გავიდა.