ძიუდო

14:19 | 1.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქროს შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ონისე სანებლიძემ (90 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+90 კგ) ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

სანებლიძემ პოლონელი ერიკ რიჩიაკი და სერბი სტეფან მისიჩი ჩამოიშორა და ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში უკრაინელ ოლექსი ბაბენკოს დაუპირისპირდება. ზაალიშვილის მეტოქე კი პირველ ნომრად განთესილი ავსტრიელი შტეფან ჰეგი იქნება. საქართველოს ნაკრების უმძიმესმა წევრმა ნახევარფინალის გზაზე ესპანელი დავიდ სანდსტრომ დაპარტე, სლოვენიელი ენეი მარინიჩი და ბელარუსი იაჰორ კუხარენკა ჩამოიშორა.

დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებს შორისაც უნდა გამოვლინდნენ +78 კილოგრამში, სადაც სატურნირო ბადე ქართველი ძიუდოისტის გარეშე შეივსო.

ფინალური ბლოკის შეხვედრები დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში 16 საათიდან დაიწყება.

0.099242