ფეხბურთი

16:50 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” და “აუგსბურგი” ვერ თანხმდებიან

გასულ კვირას გერმანული მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ჩელსი” და “აუგსბურგი” ბაბა რაჰმანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. guardian-ი კი საპირისპიროს იუწყება .

ინგლისური გაზეთის ცნობით, გერმანულმა კლუბმა ლონდონელებისგან შეთავაზებული 19 მილიონი გირვანქა სტერლინგი იუარა და 24 მილიონს ითხოვს.

განის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გასულ სეზონში “აუგსბურგმა” “ფიურტიდან” 2.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადაიბირა. 2014/15 სათამაშო წლებში აფრიკელმა მცველმა ბუნდესლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და თავი 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093049