“გოლდენ სტეიტ უორიორსის” გამათამაშებელმა სტეფ კარიმ განაცხადა, რომ ჯერ მისთვის მიუღებელია იმაზე საუბარი, რომ ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მსროლელია.
“ჯერჯერობით არ შემიძლია ვთქვა, რომ ნბა-ში საუკეთესო მსროლელი ვარ. ასეთი წოდება, რომ დაიმსახურო მინიმუმ 10 წელიწადი მაინც უნდა ითამაშო. კიდევ სამი სეზონი რომ ვითამაშებ, მერე შეიძლება საუკეთესო მსროლელობაზე საუბარი, მაგრამ ჯერ ადრეა”- განაცხადა კარიმ.
შეგახსენებთ, რომ კარი ნბა-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია ვინც 1000 სამქულიანი ჩააგდო. 27 წლის გამთამაშებელს ამ დროისთვის ნბა-ში 1191 სამქულიანი აქვს ჩაგდებული.
ცნობისთვის ნბა-ში ყველაზე მეტი სამქულიანი რეი ალენს აქვს ზუსტად გამოყენებული – 2973.