ფეხბურთი

18:01 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტვენტემ” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის “ტვენტეს” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ალფრედ შრედერი დაითხოვა. ამის შესახებ “ტვენტეს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

42 წლის ჰოლანდიელი ერედივიზიონის სტარტზე გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო გაათავისუფლეს. “ტვენტემ” საწყის ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ქულა აიღო.

“ტვენტეს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით რენე ჰეკი შეასრულებს, რომელიც მანამდე შრედერის თანაშემწე იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08426