ფეხბურთი

17:06 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დნიპრო”-“ლაციო” გულშემატკივრების გარეშე

უეფას ევროპა ლიგის მატჩი უკრაინულ “დნიპროსა” და იტალიურ “ლაციოს” შორის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდება. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი წერს.

“17 სექტემბერს, “დნიპროსა” და “ლაციოს” მატჩი დახურულ კარს მიღმა გაიმართება”, - წერს “ლაციოს” საიტი.

უეფას მხრიდან “დნიპროს” დასჯის მიზეზი კი გასულ სეზონში, ნახევარფინალურ ეტაპზე “ნაპოლისთან” მატჩისას უკრაინელი ქომაგების გამოხტომები გახლავთ, რასისტულ გამონათქვამებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ევროპული საკლუბო ფეხბურთის მმართველმა უწყებამ “დნიპრო” 70 ათასი ევროთი დააჯარიმა.

“დნიპროსა” და “ლაციოს” შეხვედრა ხუთშაბათს, 17 სექტემებრს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097146