ფეხბურთი

22:29 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულის” წარუმატებლობა გრძელდება

ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურის მეორე სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ერთი მოულოდნელი შედეგით დასრულდა: “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ნორვიჩს” ვერ აჯობა.

“წითლებისა” და “იადონების” უკანასკნელი რვა დაპირისპირებიდან მერსისაიდელებს შვიდი მოგებული ჰქონდათ და დღესაც უპირობო ფავორიტად ითვლებოდნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

მასპინძლები 48-ე წუთზე მოედანზე ორი წუთის გამოსულმა დენი ინგსმა დააწინაურა ახლო მანძილიდან, ხოლო 61-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს – “ნორვიჩის” კუთხურს მერსისაიდელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, მინოლემ ბურთი კარგად ვერ გამოიტანა, რითაც მარტინმა ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

“მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ანგარიში მე-13 წუთზე გრაციანო პელემ ახლო მანძილიდან გახსნა, რასაც 34-ე წუთზე ენტონი მარტიალის საპასუხო გოლი მოჰყვა და ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ნახევარი სტუმართათვის იდეალურად დაიწყო, იოშიდამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და მისი გადაცემის შემდეგ, მარტიალი მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელმაც შანსი გამოიყენა და დუბლი გაიფორმა. 68-ე წუთზე მემფის დეპაი გაისარჯა კარგად, ერთი მეტოქე იოლად ჩამოიშორა და მშვენივრადაც დაარტყა, თუმცა ბურთი ძელმა მოიგერია და კარის სიახლოვეს მდგომ ხუან მანუელ მატას მიუვიდა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. “წმინდანები” არ გამტყდარან და ბრძოლა განაგრძეს, რამაც შედეგი 86-ე წუთზე გამოიღო. სადიო მანეს ჩაწოდებას გრაციანო პელე გამოეხმაურა და ზუსტი თავურით სხვაობა შეამცირა. მასპინძლები გათანაბრებასაც ეცადნენ და მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოასწრეს – 2:3.

დღის პირველი შეხვედრა “უაით ჰართ ლეინზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ტოტენჰემმა” ლონდონურ დერბიში “კრისტალ პალასს” აჯობა. ერთადერთი გოლის ავტორი ახალწვეული სონ იუნგ-მინი გახდა, რომელმაც თავი 68-ე წუთზე გამოიჩინა. სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა ბოლო ორ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა.

ტოტენჰემი – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)


ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, უოლკერი, დევისი, ალი, დაიერი, სონი (ნჯიე 79), ლამელა (კეროლი 87), ჩადლი (ერიკსენი 66), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

კრისტალ პალასი (4-2-3-1): მაკკარტი, დელანი, ჰანგელანდი, სუარე, კელი, მაკარტური (მუტჩი 76), კაბაიე, ზაჰა (კემპბელი 46), პანჩონი, საკო (ბემფორდი 84), ბოლასი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლი: სონი 68.
გაფრთხილებები: ლამელა – კელი, ბოლასი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ლივერპული – ნორვიჩი 1:1 (0:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (3-4-1-2): მინოლე, შკრტელი, ჩანი, სახო, მილნერი, ლეივა (ფირმინო 72), კლაინი, მორენო, კოუტინიო, სტარიჯი (ლალანა 63), ბენტეკე (ინგსი 46).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ნორვიჩი (4-1-4-1): რუდი, ბასონგი, მარტინი, ბრედი, ვაითაკერი, ტეტი, დორანსი (ო’ნილი 85), ჰოუსონი, რედმონდი, იარვისი, ჯერომი (გრებანი 71).
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლები: 1:0 ინგსი (48), 1:1 მარტინი (61)
გაფრთხილებები: მილნერი – ტეტი, დორანსი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

საუთჰემპტონი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:3 (1:1)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ფონტე, ვან დიკი, ტარგეტი (მარტინა 46), იოშიდა, რომეუ (ს.დევისი 56), ვანიამა, უარდ-პროუსი (ლონგი 76), ტადიჩი, მანე, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, როხო (მაკნაირი 69), დარმიანი (ვალენსია 46), კერიკი (შვაინშტაიგერი 60), დეპაი, რუნი, მატა, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0;2:3 პელე (13;86), 1:1;2:2 მარტიალი (34;50), 2:3 მატა (68).
გაფრთხილებები: ვან დიკი, ფონტე
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089339