ინგლისის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში სატურნირო ცხრილში ლიდერი შეიცვალა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” თანაქალაქელი “სიტის” მარცხით ისარგებლა, გადაასწრო და პირველ საფეხურზე წამოსკუპდა, რაც დიდი ხანია არ მომხდარა.
ტურის გახსნითი და ცენტრალური შეხვედრა “უაით ჰართ ლეინზე” შედგა, სადაც ლონდონის “ტოტენჰემმა” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დაამარცხა.
სტუმართათვის შეხვედრის პირველი ნახევარი ცუდს არაფერს მოასწავებდა. 25-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა იაია ტურეს გადაცემა გამოიყენა და “ქალაქელები” დააწინაურა. გარდამტეხი აღმოჩნდა ერიკ დაიერის ზუსტი შორეული გასროლა, რომელმაც ზედ შესვენების წინ მოახერხა წონასწორობის აღდგენა.
“ტოტენჰემისთვის” მეორე ტაიმი შესანიშნავად დაიწყო და 50-ე წუთზე ტობი ალდერვეირელდმა ლონდონური გუნდი წინ გაიყვანა. 61-ე წუთზე კი, “მამლებმა” სხვაობის გაზრდა მოახერხეს – კრისტიან ერიკსენმა საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა, ბურთი ხარიხას მოხვდა და ცარიელ კართან მდგომ ჰარი კეინს მიუვიდა, რომელსაც მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი გოლის გატანა არ გასჭირვებია. მანჩესტერელთა რბევა 79-ე წუთზე ერიკ ლამელამ დაასრულა, რომელმაც კაბალიერო მოატყუა და ახლო მანძილიდან გაიტანა – 4:1. “სიტიმ” ლიდერობა თანაქალაქელს დაუთმო.
პრემიერლიგის ახალმა ლიდერმა შინ “სანდერლენდი” მიიღო და სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა. მასპინძლებმა “შავი კატების” გატეხვა პირველი ნახევრის დამატებულ წუთებზე მოახერხეს – ხუან მატამ მემფის დეპაის ახლო მანძილიდან გაატანინა.
მეორე ნახევარი “იუნაიტედმა” აქტიურად დაიწყო და პირველივე შეტევა გოლით დაასრულა. ენტონი მარტიალის გადაცემა უეინ რუნიმ შეირგო და მიმდინარე პრემიერლიგაში პირველად გაიტანა. სტუმართა წვალებას 90-ე წუთზე ხუან მატამ დაუსვა წერტილი, რომელმაც ეშლი იანგის გადაცემა გამოიყენა და პანტელიმონს ახლოდან გაუტანა – 3:0.
ლონდონის “არსენალი” გასვლაზე “ლესტერს” დაუპირისპირდა და პირველი მარცხი აგემა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-13 წუთზე “მელიები” ვარდიმ დააწინაურა, რასაც ხუთ წუთში ტეო უოლკოტის საპასუხო გოლი მოჰყვა, ხოლო შემდეგ ალექსის სანჩესის ჯერი დადგა, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. შეხვედრის ბოლოს ვარდიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რასაც 93-ე წუთზე ოლივიე ჟირუს შედეგიანი დარტყმა მოჰყვა – 2:5.
კვლავ ძალიან უჭირს ლონდონის “ჩელსის”, რომელმაც მე-19 ადგილოსან “ნიუკასლთან” ძვლივს მოახერხა ქულის აღება. “არისტოკრატები” 79-ე წუთისთვის 2:0 აგებდნენ, თუმცა რამირესისა და ვილიანის გოლებით თამაშის გადარჩება მოახერხეს – 2:2. შვიდი ტურის შემდეგ “ჩელსი” მე-15 ადგილზეა.
ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ლივერპულმა”, რომელმაც “ენფილდზე” ბირმინგემის “ასტონ ვილას” უმასპინძლა. მასპინძლებმა ტაიმი ჯეიმს მილნერის გოლით მოიგეს. მეორე ნახევარში დანიელ სტარიჯმა და რუდი ჟესტედმა ორ-ორი გოლის გატანა მოახერხეს და შეხვედრა 3:2 დასრულდა.
მიმდინარე სეზონში ლიდერების რისხვამ, ლონდონის “ვესტ ჰემმა” შინ “ნორვიჩი” მიიღო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაურჩა მარცხს.
პირველი გამარჯვება მოიპოვა “სტოკმა”, რომელმაც შინ “ბორნმუთს” აჯობა. “საუთჰემპტონმა” კი, საკუთარ მოედანზე “სუონსის” სძლია იოლად.
ტოტენჰემი – მანჩესტერ სიტი 4:1 (1:1)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, უოლკერი, დევისი, დაიერი, ალი, სონი (ნჯიე 77), ერიკსენი (ჩადლი 68), ლამელა (კეროლი 87), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): კაბალიერო, დემიჩელისი, ოტამენდი, კოლაროვი, სანია, ფერნანდო, ფერნანდინიო (ნასრი 69), ტურე (ნავასი 56), დე ბრუინი, სტერლინგი, აგუერო (რობერტსი 86).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1 დე ბრუინი (25), 1:1 დაიერი (45), 2:1 ალდერვეირელდი (50), 3:1 კეინი (61), 4:1 ლამელა (87)
გაფრთხილებები: ლამელა, დაიერი, ალი, ერიკსენი, კეინი – დემიჩელისი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ლესტერი – არსენალი 2:5 (1:2)
ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, შლუპი, დე ლაეტი, კანტე, დრინკვოთერი (კრამარიჩი 78), ოლბრაიტონი (ულოა 64), მაჰრეზი, ოკაზაკი (კინგი 46), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, ფლამინი (არტეტა 21), კასორლა, რემსი (ჩემბერლენი 77), ოზილი, სანჩესი, უოლკოტი (ჟირუ 80).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0;2:4 ვარდი (13;89), 1:1 უოლკოტი (18), 1:2;1:3;1:4 სანჩესი (33;57;81), 2:5 ჟირუ (93)
გაფრთხილებები: დრინკვოთერი – არტეტა
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ლივერპული – ასტონ ვილა 3:2 (1:0)
ლივერპული, “ენფილდი”
ლივერპული (3-4-1-2): მინოლე, შკრტელი, ჩანი, სახო, მილნერი, ლეივა, მორენო, კლაინი, კოუტინიო, სტარიჯი (ალენი 94), ინგსი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, რიჩარდსი, ლესკოტი, ჰატონი, ამავი, გაიე, ვესტვუდი, სანჩესი (ვერეტუტი 60), გრელიში (ტრაორე 69), სინკლერი, ჟესტედი.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
გოლები: 1:0 მილნერი (2), 2:0;3:1 სტარიჯი (59;67), 2:1;3:2 ჟესტედი (66;71)
მსაჯი: ჯონათან მოსი
მანჩესტერ იუნაიტედი – სანდერლენდი 3:0 (1:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი (ჯონსი 74), სმოლინგი, ვალენსია, დარმიანი, კერიკი (შვაინშტაიგერი 68), შნეიდერლენი, რუნი, მატა, დეპაი (იანგი 77), მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
სანდერლენდი (4-2-3-1): პანტელიმონი, ქაბული, ოში, ვან აანჰოლტი, ჯონსი, მ’ვილა, კატერმოლი, ტოივონენი (ლარსონი 70), ა.ჯონსონი (ს.ფლეტჩერი 46), ლენსი, ბორინი.
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი
გოლები: 1:0 დეპაი (45+4), 2:0 რუნი (46), 3:0 მატა (90)
გაფრთხილებები: ა.ჯონსონი, ჯონსი, კატერმოლი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
საუთჰემპტონი – სუონსი 3:1 (1:0)
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი, სოარეში, ს.დევისი (რომეუ 63), ვანიამა, მანე (ხუანმი 86), ტადიჩი (ჯ.როდრიგესი 74), უარდ-პროუსი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
სუონსი (4-3-2-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნოუტონი, ნ.ტეილორი, შელვი (ბრიტონი 80), კი, კორკი (მონტერო 46), სიგურდსონი, ა.აიუ, გომისი (ედერი 46).
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლები: 1:0 ვან დეიკი (11), 2:0 ტადიჩი (54), 3:0 მანე (61), 3:1 სიგურდსონი (83 პენ.)
გაფრთხილებები: ვანიამა, რომეუ, ფონტე – შელვი
მსაჯი: როჯერ ისტი
სტოკი – ბორნმუთი 2:1 (1:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, კამერონი, ვოლშაიდი, პიტერსი, გ.ჯონსონი, ადამი (ვან გინკელი 75), ველანი, კრკიჩი (დიუფი 62), შაქირი (აფელაი 45+9), არნაუტოვიჩი, უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, კუკი, დისტინი, ფრანცისი, დანიელსი, გოსლინგი, სურმანი, რიტჩი, პუგი (სმიტი 87), ტომლინი (კინგი 71), უილსონი (მურეი 17).
მწვრთნელი: ედი ჰოუ
გოლები: 1:0 უოლტესი (32), 1:1 გოსლინგი (76), 2:1 დიუფი (83)
გაფრთხილებები: ველანი
მსაჯი: ლი მეისონი
ვესტ ჰემი – ნორვიჩი 2:2 (1:1)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, რიდი, ტომკინსი, ჯენკინსონი, კრესველი, კუაიტე, ნობლი (ზარატე 85), მოზესი (ობიანგი 57), ლანცინი (კეროლი 72), პაიე, სახო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
ნორვიჩი (4-2-3-1): რუდი, ბასონგი, მარტინი, ვაითაკერი, ოლსონი, ტეტი, ჰაუსონი, ჰულაჰანი (ო’ნილი 85), დორანსი (რედმონდი 69), ბრედი, ჯერომი (მბოკანი 64).
მწვრთნელი: ალექს ნილი
გოლები: 0:1 ბრედი (9), 1:1 სახო (33), 1:2 რედმონდი (83), 2:2 კუაიტე (93)
მსაჯი: მაიკლ დინი
ნიუკასლი – ჩელსი 2:2 (1:0)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-4-2): კრული, მბაბუ, მბემბა, კოლოჩინი, ჯანმაატი, კოლბეკი (ობერტანი 54), სისოკო (სიმ დე იონგი 92), ვეინალდუმი, ა.პერესი, მიტროვიჩი (ტონი 85).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, კეჰილი, ზუმა, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მატიჩი (ვილიანი 61), ფაბრეგასი, ოსკარი (რამირესი 73), აზარი, პედრო, რემი (ფალკაო 61).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 1:0 ა.პერესი (42), 2:0 ვეინალდუმი (60), 2:1 რამირესი (79), 2:2 ვილიანი (86)
გაფრთხილებები: კოლბეკი – ივანოვიჩი, პედრო
მსაჯი: მარტინ ატკინსონი