კალათბურთი

15:23 | 7.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ტრავმირებულია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს თორნიკე შენგელიას მუხლის მენისკის ტრავმა აწუხებს. ქართველი გულშემატკივრებისთვის ამ სამწუხარო ინფრომაციას “ლაბორალ კუჩას” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თოკო მინუმუმ 6 კვირა ვერ შეძლებს პარკეტზე გამოსვლას. შენგელიას ტრავმის მოსაშუშებლად ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ “გოლმელსკის თასის" ბოლო მატჩში “უნიქსთან” შენგელია გუნდის კაპიტანი გახდლათ და მეტოქეს 10 ქულა ჩაუგდო.

0.078234