ფეხბურთი

21:37 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაროლო რამდენიმე კვირას გამოტოვებს

იტალიის ნაკრებისა და რომის “ლაციოს” ნახევარმცველი მარკო პაროლო შაბათს აზერბაიჯანთან მოგებულ (3:1) შეხვედრაში დაშავდა და ამის გამო, რამდენიმე კვირით უქმობა მოუწევს.

პაროლოს დღეს სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მუხლის ქვედა მყესის აქვს დაზიანებული. მარკოს დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი გაიტანა.

0.094551