ესპანეთის ჩემპიონატს მე-8 ტურის შემდეგ სამი ლიდერი ჰყავს, რომელთაგან ორი გათამაშების მთავარი ფავორიტი მადრიდის “რეალი” და კატალონიური “ბარსელონაა”, ხოლო მესამე ვიგოს “სელტაა”, რომლის ასეთი შთამბეჭდავი თამაში ყველასთვის სიურპრიზია.
დღის გახსნითი შეხვედრა “ელ მადრიგალზე” შედგა, სადაც გასულ ტურამდე პირველ ადგილზე მყოფი “ვილიარეალი” “სელტას” დაუპირისპირდა, დამარცხდა და მე-5 ადგილამდე დაქვეითდა.
სტუმრებს პირველი ნახევარი ფაბიან ორელიანამ მოაგებინა, რომელმაც 41-ე წუთზე შორი მანძილიდან ძალიან ლამაზი გოლის გატანა მოახერხა. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მასპინძლებს ერიკ ბაილი გაუძევეს, რამაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, თუმცა “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” გათანაბრება მაინც შეძლეს – 67-ე წუთზე წონასწორობა შეცვლაზე შემოსულმა დენის სუარესმა აღადგინა. გალისიელებმა გამარჯვება 90-ე წუთზე მოიპოვეს, ორელიანას კიდევ ერთი ლამაზი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხამ მოიგერია, დამატებაზე ნოლიტო გაჩნდა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 1:2.
მადრიდის “ატლეტიკო” სან-სებასტიანში “სოსიედადს” ესტუმრა და საჭირო 3 ქულა მოიპოვა. ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა, ანტუან გრიზმანმა შესანიშნავი სოლო რეიდი ზუსტი დარტყმით დაასრულა და ყოფილი გუნდი დაამწუხრა, ხოლო 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულა იენიკ ფერეირა-კარასკომ მადრიდელთა რიგებში პირველი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ძალიან უხეში გამოდგა. მატჩის მთავარმა მსაჯმა იგლესიას ვილანუევამ ფეხბურთელებს 13 ყვითელი ბარათი უჩვენა, რომელთაგან 2 წითელ ბარათად იქცა.
“ხეტაფემ” შინ “ლას პალმასი” მიიღო და გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა. მადრიდელები შეხვედრის დებიუტშივე ორბურთიანი ჰანდიკაპით დაწინაურდნენ, მე-3 წუთზე ანგარიში ვიქტორ როდრიგესმა გახსნა, ხოლო პაბლო სარაბიამ 11-ე წუთზე სხვაობა გაზარდა. სტუმრებს მე-80 წუთზე კულიო გაუძევეს, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. შეცვლაზე შემოსულმა სერბმა ფორვარდმა სტეფამ სცეპოვიჩმა 86-ე და 93-ე წუთებზე დუბლი შეასრულა – 4:0.
დღის დასკვნითი შეხვედრა “რიასორზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “დეპორტივო” მე-80 წუთამდე 0:2-ს აგებდა “ბილბაოსთან”, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და ქულის გადარჩენა მოახერხა. სტუმრებმა პირველი ტაიმი ინიაკი უილიამსის გოლით მოიგეს. 63-ე წუთზე ბასკებს უპირატესობა არიც ადურისმა გაუზარდა და ბევრმა ჩათვალა, რომ მატჩის ბედი გადაწყდა. გალისიელებმა სხვაობის შემცირება მე-80 წუთზე შეძლეს, ლუკას პერესმა ულამაზესი გოლი გაიტანა. მასპინძლებმა გატანილი გოლის შემდეგ უფრო მოიმატეს, რამაც შედეგი 89-ე წუთზე გამოიღო. ფედერიკო კარტაბიას ჩაწოდებულს ალეხანდრო არიბასი გამოეხმაურა და თავური დარტყმით თავის გუნდს ქულა გადაურჩინა – 2:2.
ტური დღეს დასრულდება. “ხიხონი” საკუთარ მოედანზე “გრანადას” დაუპირისპირდება.
ვილიარეალი – სელტა 1:2 (0:1)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, ბაილი, გასპარი, ხ.კოსტა, ტრიგეირასი, პინა, სამუელი (დ.სუარესი 51), ლეივა (რუკავინა 51), ბაპტიშტაო (ბაკამბუ 59).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, ხონი, პ.ერნანდესი (ბონგონდა 73), ვასი (რადოია 86), ა.ფერნანდესი, ორელიანა, ნოლიტო, ასპასი (გუიდეტი 81).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: 0:1 ორელიანა (41), 1:1 დ.სუარესი (67), 1:2 ნოლიტო (90)
გაფრთხილებები: ბაილი, სოლდადო – ა.ფერნანდესი, ს.გომესი, ვასი
გაძევება: ბაილი (47)
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
სოსიედადი – ატლეტიკო 0:2 (0:1)
სან-სებასტიანი, “ანოეტა”
სოსიედადი (4-2-3-1): რული, რეიესი, ი.მარტინესი, ზალდუა, დე ლა ბელა, ბერგარა (პარდო 84), ილარამენდი, კანალესი (ბრუმა 73), ზურუტუზა (ჯონათასი 84), ველა, აგირეჩე.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, ტიაგო, გაბი, კორეა (კარასკო 63), კოკე, ჯ.მარტინესი (ფ.ტორესი 65), გრიზმანი (საული 87).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 გრიზმანი (9), 0:2 კარასკო (91)
გაფრთხილებები: ბერგარა, დე ლა ბელა, რეიესი, პარდო, რული, ჯონათასი – ხიმენესი, კორეა, გოდინი, ლუისი, გაბი
გაძევებები: რეიესი (89), ჯონათასი (92)
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ხეტაფე – ლას პალმასი 4:0 (2:0)
მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ვერჯინი, ალექსისი, დ.სუარესი, ლაგო, ლასენი, ხ.როდრიგესი, ვ.როდრიგესი, სარაბია (ბუენდია 85), ლეონი (მ.გომესი 70), ვაზკესი (სცეპოვიჩი 78).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, აიტამი, ბიგასი, სიმონი, გარიდო, ვაკასო (ვ.ხოსე 46), კულიო, ნაუზეტი (ვალერონი 68), მესა, ვიერა, არაუხო (ელ ჟარი 61).
მწვრთნელი: პაკო ერერა
გოლები: 1:0 ვ.როდრიგესი (3), 2:0 სარაბია (11), 3:0;4:0 სცეპოვიჩი (86;93)
გაფრთხილებები: ვერჯინი, სარაბია – ვაკასო
გაძევება: კულიო (80)
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
დეპორტივო – ბილბაო 2:2 (0:1)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, სიდნეი, არიბასი, ფ.ნავარო, ხუანფრანი, ხ.დომინგესი (ბორგესი 56), კანი (რიერა 61), მოსკერა, ფაჟრი, ლ.ალბერტო (კარტაბია 71), ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, ბალენსიაგა, დე მარკოსი, სან ხოსე, ბენიატი, რ.გარსია (ერასო 83), უილიამსი (საბინი 76), სუსაეტა (ლ.მარტინესი 80), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 0:1 უილიამსი (30), 0:2 ადურისი (63), 1:2 ლ.პერესი (80), 2:2 არიბასი (89)
გაფრთხილებები: ლ.პერესი, სიდნეი – ლაპორტე, ბენიატი
მსაჯი: ხაიმე ლატრე