იტალიის სერია A-ს XI ტური ორი თამაშით დასრულდა. პალერმოში, ადგილობრივმა გუნდმა “ემპოლი” მიიღო, ხოლო ვერონაში, “კიევომ” გენუის “სამპდორიას” უმასპინძლა.
“სტადიო ბენტეგოდიზე” გამართულ თამაშში გოლები მხოლოდ პირველ ტაიმში გავიდა – ჯერ ნატურალიზებულმა იტალიელმა ედერმა სტუმრები დააწინაურა, მერე “მფრინავმა ვირებმა” გაათანაბრეს და მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა.
ტურის დასკვნით შეხვედრაში კი ლევან მჭედლიძის გარეშე იმარჯვა “ემპოლიმ”. ტოსკანელებს რიკარდო საპონარას ერთადერთმა გოლმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. მოგეხსენებათ, მჭედლიძე ტრავმირებულია და სწორედ ესაა მისი უთამაშებლობის მიზეზი.
“კიევო” – “სამპდორია” 1:1 (1:1)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 12 000
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა (პეპე 77); ინგლეზე (პალოსკი 63), მეჯორინი (რიგონი 83)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; კასანი, სილვესტრე, ძუკანოვიჩი, მესბა; ფერნანდო, ბარეტო, კარბონერო; ივანი (პალომბო 46); ედერი (კასანო 82), მურიელი (სორიანო 76)
მწვრთნელი: ვალტერ ძენგა
გოლები: 0:1 ედერი (8), 1:1 ინგელსე (34)
გაფრთხილება: დაინელი (41), ჰეტემაი (59), მეჯორინი (69) – სილვესტრე (38), კასანი (73)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (2) – 6 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი
“პალერმო” – “ემპოლი” 0:1 (0:0)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
მაყურებელი: 18 000
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ანდელკოვიჩი, გონსალესი (გოლდანიგა 78), სტრუნა (ქუაისონო 56); რისპოლი, ჰილიერმაკი (ტრაიკოვსკი 68), ბრუგმანი, რიგონი, ლაზაარი; ვასკესი, ჯილარდინო
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; მაიელო, ზილინსკი, პარედესი (ბუჩელი 72); საპონარა (მაკარონე 89); ლივაია (კრუნიჩი 82), პუჩიარელი
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
გოლი: 0:1 საპონარა (53)
გაფრთხილება: ბრუგმანი (27), ლაზაარი (34), სტრუნა (43), ანდელკოვიჩი (51), რისპოლი (54), ქუაისონი (60) – საპონარა (34), მარიო რუი (74), მაიელო (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 12 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 5:3
მსაჯი: მარკო დი ბელო